სოციალური ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიის დარგი, რომელიც ინდივიდის ქცევას სოციალური ინტერაქციის კონტექსტში შეისწავლის. ადამიანთა შორის არსებული ურთიერთობები და ურთიერთდამოკიდებულებები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ინდივიდის ფსიქოლოგიურ რეალობაში.
სოციალური ფსიქოლოგიისათვის ცენტრალური საკითხია სოციალური ცვლადების ბუნებისა და მათი გავლენის შესწავლა ინდივიდის ქცევაზე, დამოკიდებულებებზე, აღქმებსა და მოტივებზე. სოციალური ფსიქოლოგია არ შემოიფარგლება ზემოთ ხსენებული საკითხების მხოლოდ მაკროინდივიდუალურ დონეზე შესწავლით. ის, აგრეთვე დაინტერესებულია ახსნას ჯგუფებისა და ჯგუფთაშორისი მოვლენების ფენომენები.
სოციალური ფსიქოლოგია ამოსავალ წერტილად იღებს დაშვებას, რომ ინდივიდის აზრები, ქცევები და ემოციები დიდწილად არის განპირობებული სხვა ადამიანების ნამდვილი, ნაგულისხმევი ან/და წარმოსახვითი არსებობით. შესაბამისად, სოციალური ფსიქოლოგების მთავარი მიზანი ქცევის არსის სოციალური კონტექსტის ფარგლებში ახსნაა.
სოციალურ კონტექსტში მოიაზრება სოციალურ აგენტების მიერ ინდივიდუალურ დონეზე და ერთმანეთს შორის განხორციელებული აქტივობები და ურთიერთქმედებები, ის სოციალური გარემო და მისი მახასიათებლები, რომლებშიც ხორციელდება ქცევა და, აგრეთვე ის მოლოდინები და ნორმები, რომლებიც ქცევას აღძრავენ და წარმართავენ.
სოციალურ ფსიქოლოგია აქტიურად იყენებს კვლევას, რათა ახსნას და გაიგოს შესასწავლი ფენომენები. ფსიქოლოგიის ეს დარგი განსაკუთრებით აფასებს მეთოდოლოგიურ მრავალფეროვნებას, თუმცა მის ყველაზე ხშირად გამოყენებად და ფაქტობრივად განმსაზღვრელ კვლევით მეთოდად ლაბორატორიული ესქპერიმენტები ითვლება, რომლებიც მრავლად გვხვდება ამ სფეროში გამოქყვენებულ პუბლიკაციებში.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1
Fiske, S.; Gilbert, D.T; Lindzey, G. (2010) fifth Edition. Viley; NJ