Extinction
განუპირობებელი (უპირობო) სტიმულის ან განმამტკიცებლის არარსებობის შედეგად განპირობებული (პირობითი) ასოციაციის შესუსტება.
რა ემართება სტიმულს, მაგალითად, ხმას, რომელიც აღარ წინასწარმეტყველებს განუპირობებელ სტიმულს (საჭმელს)? ამ დროს განპირობებული რეაქცია (ნერწყვის გამოყოფა) დროთა განმავლობაში სუსტდება და თანდათან საერთოდ აღარ ვლინდება. სწორედ ამ პროცესს ეწოდება ჩაქრობა (იხ. სურათი, (2) ნაწილი). განპირობებული რეაქციების მუდმივა არ არის ორგანიზმის ქცევითი რეპერტუარის ძირითადი ასპექტი.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
კატეგორია: