სტიმულით აღძრული ყურადღების მიპყრობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stimulus-driven Capture

განსაზღვრავს იმას, რატომ ირჩევენ ადამიანები სენსორული შემომავალი ინფორმაციის რაღაც ნაწილს შემდეგი გადამუშავებისთვის. ხდება მაშინ, როცა სტიმულების ნიშნები (საგნები გარემოში) ავტომატურად იპყრობენ ყურადღებას, ადამიანის კერძო მიზნებისგან დამოუკიდებლად.

სტიმულით აღძრული ყურადღების მიპყრობა იქნება, მაგალითად, თუ საჭესთან მჯდომი შუქნიშანზე გაჩერდებით და ოცნებებში წახვალთ, ხოლო შუქნიშნის მოულოდნელი ცვლილება — წითელი შუქიდან მწვანეზე გადართვა — განსაკუთრებული კონცენტრაციის გარეშეც მიიქცევს თქვენს ყურადღებას. კვლევა აჩვენებს, რომ გარკვეულ პირობებში სტიმულით აღძრული ყურადღება სჭარბობს მის საპირისპირო პროცესს, მიზნით მართულ სელექციას.

ერთ-ერთ კვლევაში მკვლევრებმა შექმნეს ვიზუალური ეკრანები, რომლებიც მიზნით მართულ სელექციასა და სტიმულით აღძრულ ყურადღებას კონკურენციულ პირობებში აყენებდნენ. როგორც სურათის A ნაწილზეა მოცემული, ექსპერიმენტის თითოეული ცდის დასაწყისში მონაწილეებს უჩვენებდნენ ვიზუალურ ეკრანს, რომელზედაც მოცემული იყო 6 ნაცრისფერი წრე შიგნით ჩაწერილი ციფრით 8. ერთი წამის შემდეგ ეკრანი იცვლებოდა. სერიების მეორე ნახევარში, როგორც B ნაწილზეა მოცემული, ერთი წრის გარდა ყველა წრე წითელი ფერის გახდა. მონაწილეთა ამოცანა იყო, შეეხედათ დარჩენილი ნაცრისფერი წრისთვის და ეთქვათ, მასში ჩვეულებრივი C ეწერა, თუ შებრუნებული. ისინი ამ ამოცანის შესრულებისას მიზნით მართულ შერჩევას იყენებდნენ. მათ განზრახ, მიზანმიმართულად გადაჰქონდათ ყურადღება დარჩენილ ნაცრისფერ წრეზე. ახლა განვიხილოთ C ნაწილი. ამ შემთხვევაში, რომელიც ცდების მეორე ნახევარს წარმოადგენს, ვიზუალურ მწკრივს ახალი ელემენტი დაემატა — წითელი წრე. ახალი ობიექტები იმ სახის სტიმულებს მიეკუთვნება,რომლებიც, ჩვეულებრივ, სტიმულით აღძრულ შერჩევას იწვევენ. ჩვეულებრივ პირობებში მოსალოდნელი იქნებოდა, რომ კვლევის მონაწილეების მზერას ამ ახალ ობიექტზე გადაიტანდნენ, თუმცა, ამ კონკრეტულ ექსპერიმენტში მათ ეს არ მოეთხოვებოდათ. მათ ისევ სთხოვდნენ, დაეფიქსირებინათ მხოლოდ ერთი ნაცრისფერი წრის შინაარსი. და რა ხდებოდა? ისინი არ აქცევდნენ ყურადღებას წითელ წრეს? ფაქტობრივად, უმეტეს შემთხვევაში ახალი ობიექტი ავტომატურად იქცევდა მათ ყურადღებას, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულიად არ შეესაბამებოდა ექსპერიმენტატორის მიერ მათთვის დასახულ მიზანს.

ეს ფენომენი შეიძლება სტიმულით აღძრულ ყურადღების მიპყრობად მივიჩნიოთ, რადგან ის აღმქმელის მიზნების საპირისპიროდ მოქმედებს. ცხადია, მონაწილეები უკეთ შეასრულებდნენ ამოცანას, თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ წითელ წრეს, მაგრამ მათი იგნორირება შეუძლებელია (მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეებს თითქმის ყოველთვის ურჩევნიათ, რაც შეიძლება კარგად შეასრულონ მკვლევრის მიერ დასახული ამოცანა). მნიშვნელოვანი ზოგადი დასკვნა ისაა, რომ ჩვენი პერცეპტული სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ყურადღება ავტომატურად ექცევა გარემოში გამოჩენილ ახალ საგნებს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: