სომატური ნერვული სისტემა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Somatic Nervous System

პერიფერიული ნერვული სისტემის ნაწილი, რომელიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას კანისა და ჩონჩხის კუნთებთან აკავშირებს.

პერიფერიული ნერვული სისტემა არეგულირებს სხეულის ჩონჩხის კუნთების მოქმედებას. მაგალითად, წარმოიდგინეთ, ბეჭდავთ ტექსტს. თქვენი თითების მოძრაობა კომპიუტერის კლავიატურაზე სომატური ნერვული სისტემით რეგულირდება. როცა თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას,  რა დაწეროთ, თქვენი თავის ტვინი აგზავნის ბრძანებას თითებისაკენ, დააჭირონ შესაბამის ღილაკს.  ამავდროულად, თითებიდან თავის ტვინში უკუკავშირის საშუალებით იგზავნება ინფორმაცია მათი მოძრაობისა და პოზიციის შესახებ. თუკი თქვენ არასწორ ღილაკს დააჭირეთ თითი სომატური ნერვული სისტემა ატყობინებს ამის შესახებ თავის ტვინს, რომელიც შესაბამის კორექციას განახორციელებს და თქვენ მყისიერად წაშლით შეცდომას და დააჭერთ თითს სწორ ღილაკს.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: