სოციალური ნორმები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Norms

მოლოდინები, რომლებიც ჯგუფს აქვს თავისი წევრების მიმართ მათი ქცევებისა და განწყობების სასურველობასა და შესაბამისობასთან დაკავშირებით.

გარდა იმისა, რომ ჯგუფს თავისი წევრების სოციალური როლების შესაბამისი ქცევების მიმართ გარკვეული მოლოდინები აქვს, მას იმასთან დაკავშირებითაც აქვს მოლოდინები, როგორ უნდა მოიქცნენ ჯგუფის წევრები. სწორედ ეს არის სოციალური ნორმები ანუ ჯგუფის წევრების მიმართ სოციალურად მისაღები განწყობებისა და ქცევების სპეციფიკური მოთხოვნები, რომლებიც ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული მანიფესტირებული ან ფარული სახით არსებობენ. სოციალური ნორმები, შესაძლოა, ქცევების ძალზე ფართო სპექტრს ეხებოდეს. თუ დემოკრატიული პარტიის წევრი ხართ, მოსალოდნელია, რომ ლიბერალური პოლიტიკური შეხედულებები გაიზიაროთ, ხოლო თუ ახალგაზრდა რესპუბლიკელთა რიცხვს ეკუთვნით, მაშინ მოსალოდნელია, რომ უფრო კონსერვატულ შეხედულებებს დაუჭერთ მხარს. სოციალური ნორმები, აგრეთვე, ქცევის გარკვეული სტანდარტების დაცვასაც გულისხმობენ. მაგალითად, თუ მიმტანი ხართ, მაშინ თქვენ მომხმარებელს თავაზიანად უნდა მოექცეთ, განურჩევლად იმისა, რამდენად არასასიამოვნო და მომთხოვნია ის თქვენ მიმართ.

რომელიმე ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა, ჩვეულებრივ, მთელი რიგი ისეთი ნორმების დაცვას ნიშნავს, რომლებიც ჯგუფის შიგნით სასურველი ქცევების განხორციელებას არეგულირებენ. ეს ორი გზით ხდება: თქვენ ამჩნევთ ჯგუფის ყველა წევრის ან მათი უმრავლესობის ქცევების ერთგვარობას, ან იმ ნეგატიურ შედეგებს აკვირდებით, რომლებსაც ჯგუფის წევრები სოციალური ნორმების უგულებელყოფის შემთხვევაში იღებენ.

ნორმები რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებენ. მოცემულ ჯგუფურ სიტუაციაში მოქმედი ნორმები წევრების ორიენტირებას და მათ შორის სოციალური ინტერაქციების რეგულირებას ემსახურებიან. ურთიერთობის თითოეულ მონაწილეს შეუძლია იწინასწარმეტყველოს, როგორ შემოვა მეორე მონაწილე მოცემულ სიტუაციაში, როგორ ჩაიცვამს, რას იტყვის და, ასევე, ისიც,  როგორი ქცევებია მისგან მოსალოდნელი, რათა ჯგუფის სხვა წევრების მოწონება დაიმსახუროს. ხშირად სწორედ იმიტომ გრძნობთ თავს უხერხულად ახალ სიტუაციაში, რომ არ იცით, როგორ უნდა მოიქცეთ. ნორმიდან გადახრის შემთხვევაში, გარკვეული შემწყნარებლობის დიაპაზონიც ნორმის ნაწილია – ის ზოგჯერ საკმაოდ ფართოა, ზოგჯერ კი — ძალზე ვიწრო. მაგალითად, მოკლე შარვალი და მაისური ძალზე შეუფერებელი ჩაცმულობა იქნებოდა რელიგიური ცერემონიისათვის. ასევე, სოციალური ნორმებიდან უხეში გადახრა იქნებოდა მსგავს ცერემონიაზე საცურაო კოსტუმით გამოჩენა.

ჯგუფის წევრებს, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაში, ჩვეულებრივ, შეუძლიათ, განსაზღვრონ, რამდენად შეიძლება სოციალური ნორმებიდან გადახრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ შესაძლოა ჯგუფური იძულების სამი ისეთი მტკივნეული ძალის მოქმედება იწვნიონ, როგორებიცაა: დაცინვა, უარყოფა და ხელახალი აღზრდა.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: