ყურადღებამდელი გადამუშავება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Preattentive Processing

სენსორული ინფორმაციის გადამუშავება, რომელიც ყურადღებას სპეციფიკურ ობიექტზე მიმართავს.

მიუხედავად იმისა, რომ ცნობიერი მეხსიერება და საგნების ცნობა ყურადღებას საჭიროებს, ინფორმაციის საკმაოდ რთული გადამუშავება ყურადღებისა და ცნობიერების გარეშეც ხდება. გადამუშავების ამ ადრეულ ეტაპს ყურადღებამდელი გადამუშავება ეწოდება, რადგან ის შემომავალ სენსორულ მასალაზე ყურადღების მიქცევამდე, შეგრძნების რეცეპტორებიდან ტვინში შესვლისთანავე, მოქმედებს. ყურადღებამდელი გადამუშავებით ადვილად ვპოულობთ მხოლოდ ერთი ნიშნით გამორჩეულ საგნებს. შეგიძლიათ, იპოვოთ თეთრი “T” (იხ. სურათი)? ყურადღებამდელი გადამუშავება საშუალებას გაძლევთ,პარალელურად გადასინჯოთ გარემო ერთი ცალკეული გამორჩეული ნიშნის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ერთდროულად გადასინჯოთ ეკრანის მთელი ზედაპირი. ამ პარალელური გადასინჯვის შედეგად ყურადღება ერთ სათანადო ობიექტზე კონცენტრირდება, თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა ცალკეული ნიშანი თანაბრად გამორჩეული არ არის. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: