ფსიქოლოგიური დიაგნოზი

Error message

  • Notice: Trying to access array offset on value of type int in element_children() (line 6609 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychological Diagnosis

არის ფსიქოლოგიური, ბიოლოგიური და სოციალური ფაქტორების სისტემატური შეფასებასა და გაზომვაზე დაყრდნობით განსაზღვრა იმისა, ინდივიდზე მოქმედი კონკრეტული პრობლემა ფსიქოლოგიური აშლილობის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს თუ არა, რომელიც ამა თუ იმ დიაგნოსტიკური სისტემის (DSM-5-ის ან ICD-10-ის) ფარგლებშია მოცემული; ეს არის ფსიქოლოგიური პათოლოგიისათვის დაკვირვებადი ქცევის პატერნის კლასიფიცირებისა და კატეგორიზაციის შედეგად მიცემული იარლიყი.

ასეთი დიაგნოზის მიღება გაცილებით რთულია, ვიდრე სამედიცინო დიაგნოზის. სამეციდინო კონტექსტში დიაგნოსტირებისას ექიმს ისეთ ფიზიკურ მონაცემებზე შეუძლია დაყრდნობა, როგორებიცაა, მაგალითად, რენტგენის სურათი, ელექტროენცეფალოგრამა, სისხლის ანალიზი ან ბიოფსია. ფსიქოლოგიური აშლილობების შემთხვევაში დიაგნოზისთვის საჭირო მონაცემებს ინდივიდის მოქმედების ინტერპრეტაციიდან ვიღებთ. კლინიკოსთა მაქსიმალური შეთანხმებულობისა და მათ დიაგნოსტიკურ შეფასებებს შორის თანმიმდევრულობის მისაღწევად ფსიქოლოგებმა დიაგნოსტირებისა და კლასიფიკაციის სისტემა შექმნეს, რომელიც უზრუნველყოფს სიმპტომების იმდენად დეტალურ, ზედმიწევნით აღწერას, რამდენადაც შესაძლებელია მოცემულ მომენტში არსებული ცოდნიდან გამომდინარე. ეს კრიტერიუმები პრაქტიკოსებს ეხმარებათ იმის გარკვევაში, არის თუ არა პიროვნების ქცევა გარკვეული აშლილობის მანიშნებელი.

ფსიქოლოგიური დიაგნოზის მისაღებად აუცილებელია გარკვეული კლასიფიკაციის არსებობა, რომლის მიხედვითაც მოხდება პაციენტის/კლიენტის მიერ აღწერილი სიმტომების კატეგორიზირება და კრიტერიუმებისათვის შედარება. კლასიფიკაცია რამდენიმე მიზანს ემსახურება. ესენია კლინიკოსებისთვის საერთო სტენოგრაფიული ენის უზრუნველყოფა, ეტიოლოგიის გაგება და მკურნალობის დაგეგმვა. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეიცვალა ფსიქოპათოლოგიის კლასიფიცირების სისტემა და, ზოგადად, კლასიფიკაციისადმი მიდგომა. დღეისათვის ფსიქოლოგიური დიაგნოზის დასასმელად ყველაზე ფართოდ გამოყენებადი საკლასიფიკაციო სისტემებია DSM-5 და ICD-10.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: