წესები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Rules

გარკვეულ სიტუაციში გარკვეული სახით მოქცევის მოთხოვნები.

სოციალური სიტუაციები ხასიათდება იმით, რომ ადამიანები ემორჩილებიან ქცევების წარმმართველ წესებს ანუ ითვალისწინებენ სპეციფიკურ მოთხოვნებს. ზოგიერთი წესი ექსპლიციტურად, თვალსაჩინოდაა მოცემული (მაგალითად, „ნუ მოსწევთ“, „არ ჭამოთ კლასში“) ან ექსპლიციტურად დაისწავლება ბავშვობაში („პატივი ეცით უფროსებს“, „უცხოს არ დაელაპარაკო“). სხვა წესები იმპლიციტურია. ისინი გარკვეულ სიტუციებში სხვა ადამიანებთან ურთიერთობებისას დაისწავლება. რამდენად ხმამაღლა შეიძლება ჩართოთ მუსიკა, რამდენად ახლოს შეიძლება სხვა ადამიანთან მისვლა, როდის შეიძლება, მასწავლებელს ან უფროსს სახელით მიმართო, ან როგორია მისაღები რეაქცია კომპლიმენტსა თუ საჩუქარზე – ყველა ეს აქტივობა სიტუაციაზეა დამოკიდებული. მაგალითად, იაპონელი არ გახსნის საჩუქარს მჩუქნელის თანდასწრებით იმის შიშით, რომ, შესაძლოა, სათანადოდ ვერ გამოხატოს მადლიერება, ხოლო უცხოელმა, რომელმაც არ იცის ამ დაუწერელი წესის შესახებ, შესაძლოა, არასწორად გაიგოს მისი საქციელი და ის უხეშად და არაგულისხმიერად მიიჩნიოს. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.

კატეგორია: 
ავტორები: