ფსიქოპათოლოგიური ფუნქციონირება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Pathopsychological Functioning

ემოციურ, ქცევით და აზროვნების პროცესებში არსებულ დარღვევებს, რომლებსაც პიროვნული დისტრესი და მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევის ბლოკირება ახლავს თან, ფსიქოპათოლოგიური ფუნქციონირება ეწოდება. როგორც წესი, ფუნქციონირების ამგვარი სტილი მნიშვნელოვნად განსვავდება კულტურულად მისაღები ნორმებისა და მოლოდინებისაგან.

მაგალითად, როდესაც ინდივიდი, სახლიდან გასვლისას, ყოველ ჯერზე, უმიზეზოდ განიცდის ძლიერ შიშს -  ეს იმაზე მიუთითებს, რომ ემოციური ფუნქციონირების კუთხით ყველაფერი რიგზე არ აქვს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ნორმასა და პათოლოგიას შორის ზღვარი ფარდობითია, იმის განსაზღვრა,  როდის არის ქცევა დისფუნქციური და როდის ნორმალური, საკმაოდ რთულია. ამის გამო,  კატეგორიალური შეფასების ნაცვლად ფსიქოლოგები და ფსიქიატრები, როგორც წესი, კონტინუუმს იყენებენ, რომლის ერთ ბოლოზე ოპტიმალური ფუნქიონირებისთვის დამახასიათებელი ქცევებია განთავსებული, ხოლო მეორე ბოლოზე - არაადაპტური, არაადეკვატური ქცევები.

ფსიქოპათოლოგიური  ფუნქციონირების დიაგნოსტირებისათვის შვიდი ზოგადი კრიტერიუმი გამოიყენება, რომელშიც შედის:

დისტრესი/უუნარობა - რომლის დროსაც ადამიანი უსარგებლო ქცევებს ახორციელებს, რასაც თან სდევს ინდივიდის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რიტმი.

არაადეკვატურობა - ინდივიდის ქცევა,  კეთილდღეობის მიღწევის ნაცვლად აბრკოლებს დასახული მიზნების მიღწევას.

ირაციონალურობა - ინდივიდი სხვებისთვის გაუგებრად იქცევა ან მეტყველებს. მაგ ესმის ხმები.

არაპროგნოზირებადობა - ინდივიდის ქცევა არათანმიმდევრული და არაპროგნოზირებადია.

სტატისტიკური იშვიათობა - ინდივიდის ქცევა არაშაბლონურია და სტატისტიკური იშვიათობაა. ამასთანავე, ქცევა  სოციალურად არასასურველია.

დამკვირვებლის დისკომფორტი - ინდივიდის მიერ განხორციელებული ქცევები, რომლებიც დისტრესს უქმნის გარშემომყოფებს.

ზნეობრივი სტანდარტების  რღვევა - ინდივიდი არღვევს მოლოდინს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს სოციალური ნორმების დაცვით და გათვალისწინებით. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow (2015) Abnormal Psychology: An integrative Approach. 7th Edition. Stamford, Usa 

კატეგორია: 
ავტორები: