ფსიქომეტრული ფუნქცია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Psychometric Function

ფსიქომეტრული ფუნქცია არის გრაფიკი, რომლის ვერტიკალურ ღერძზე ფიზიკური გამღიზიანებლის შემჩნევათა პროცენტია გამოსახული, ხოლო ჰორიზონტალურ ღერძზე - გამღიზიანებლის თითოეული ინტენსივობა.

ფსიქომეტრული ფუნქცია ფსიქოფიზიკის ბაზისური კომპონენტია და აბსოლუტური ზღურბლის შესწავლის შედეგების საილუსტრაციოდ გამოიყენება. თავის მხრივ, აბსოლუტური ზღურბლი ფიზიკური ენერგიის ის მინიმალური რაოდენობაა, რომელიც სენსორული განცდის შესაქმნელად არის საკმარისი.

ერთადერთი, ჭეშმარიტი ზღურბლის არ არსებობის გამო, შემჩნევათა პროცენტი გრაფიკის წერტილში გასწორების ნაცვლად ყოველთვის გლუვ, S ფორმას იღებს. ამგვარი მრუდი გამღიზიანებლის სრული შეუმჩნევლობიდან დროდადრო შემჩნევადობამდე, ხოლო შემდეგ ეტაპზე სრულ შემჩნევადობამდე პროცესს ასახავს. დამატებითი მიზეზები, რომლებიც მრუდის S ფორმას იწვევენ შეიძლება იყოს დამკვირვებლბის ტენდენცია - მცირედით შეიცვალოს, როდესაც გამღიზიანებლის აღქმას ცდილობს და აგრეთვე სურვილი - რომ აუცილებლად დააფიქსიროს გამღიზიანებელი, რასაც ხანდახან არარსებული სტიმულის შემჩნევამდე მივყავართ. ამ მოვლენას მცდარი განგაში ეწოდება. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Ronchi, L. ( 2011) The Visual Balance between Globality and Interactions. Firenze, Italia 

კატეგორია: 
ავტორები: