მიზნით მართული სელექცია განსაზღვრავს იმას, რატომ ირჩევენ ადამიანები შემომამავალი სენსორული ინფორმაციის რაღაც ნაწილს შემდგომი გადამუშავებისთვის. ინდივიდი შერჩევას საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ახორციელებს.
ადამიანების აღქმა სუბიექტურია. რატომ ირჩევს ინდივიდი იმ საგნებს, რომლებიც მისი ყურადღების ცენტრში ექცევიან? ამ კითხვაზე ორი პასუხი არსებობს. პირველ შემთხვევაში მიზნით მართული სელექცია განსაზღვრავს ყურადღების არეალში მოსახვედრ რეალობას, ხოლო მეორე შემთხვევაში ინდივიდის განზრახვის გარეშე, თავად სტიმული, იქცევს ყურადღებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ასპექტს ერთმანეთისგან განსხვავებულ და დამოუკიდებელ მოვლენებად განიხილავენ, კვლევების შედეგები ცხადყოფს, რომ ეს ცალსახად ასე არ არის. როგორც აღმოჩნდა, სელექციის ნებისმიერი ეპიზოდი ავტომატურად მოიცავს ორივე ასპექტის გავლენას. დამკვირვებელს ყოველთვის აქვს გარკვეული დონის მიზანი, ისევე, როგორც სტიმული ყოველთვის ახდენს გარკვეულ გავლენას ტვინზე.
ემპირიული მონაცემები, ასევე ადასტურებს იმ ფაქტს, რომ გარკვეულ პირობებში, სტიმულით გამოწვეული ყურადღება აღემატება მიზნით მართულ სელექციას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Monsell, S.; Diver, J. (2000) Control of Cognitive Processes: Attention and Performance XVIII. The International Association for the study of Attention and Performance. USA