ნორმები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Norms

ნორმების დადგენა  დიდი ჯგუფების გაზომვისა და სტანდარტიზების შედეგად ხდება  და იმისთვის არის საჭირო, რომ ინდივიდის და ამა თუ იმ ჯგუფის ნორმები ერთმანეთს შედარდეს.

ტესტირების შედეგად მიღებულ ქულებს ცალკე არავითარი მნიშვნელობა არ გააჩნია, ვიდრე მათ არსებულ, სტატისტიკურ ნორმებს არ შევადარებთ. სტატისტიკურ ნორმაში ერთიანდება სხვა ინდივიდების ტიპური ქულები, რაც წარმოდგენას გვაძლევს იმის შესახებ,  ჩვეულებრივ, რა დიაპაზონში ნაწილდება ერთსა და იმავე ასაკისა და სქესის ინდივიდების მიერ მიღებული ქულები. აგრეთვე, ნორმით, ვიგებთ, როგორია ამ ინდივიდების გასაშუალოებული ქულა.

პოპულაციის რეპრეზენტაციული ნორმების დადგენა საკმაოდ შრომატევადი და ძვირადღირებული დავალებაა, განსაკუთრებით როდესაც  საქმე სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, განსხვავებული სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, განათლების, სოციალური კლასისა  და ასაკის ინდივიდებთან გვაქვს.  

მიუხედავად ამისა, ვიდრე ტესტს გამოვიყენებდეთ, აუცილებლად უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჯგუფისთვის დამახასიათებელი, ადეკვატური ნორმები განსაზღვრული გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიკარგება კონტექსტი და ტესტის შედეგის ინტერპრეტაცია არასანდო იქნება. ამასთანავე, ტესტის შექმნელები რეგულარულად უნდა ზრუნავდნენ ტესტისა და არსებული ნორმების განახლებაზე, რათა მონაცემები არ გახდეს მოძველებული.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:  

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: