სპეციფიკური ფობიები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Specific Phobias

გარკვეული საგნების/ობიექტებისა და სიტუაციების მიმართ შიშის ქონა ნორმალურია როგორც ბავშვებში ასევე ზრდასრულებშიც. როგორც წესი, ამ შიშების უმრავლესობა გარდამვალია და არ ახდენს გავლენას ინდივიდების ცხოვრებაზე, თუმცა არსებობს ადამიანების გარკვეული კატეგორია, რომელთათვისაც ამგვარი შიშები მნიშვნელოვან დისტრესისა და შფოთვის მუდმივი წყაროა. ამ მდგომარეობას სპეციფიკური ფობია ჰქვია და შემდეგნაირად განიმარტება: სპეციფიკური ფობია არის აშლილობა, რომელიც თავს იჩენს სპეფიკური ტიპის ობიექტზე ან სიტუაციაზე გადამეტებული შიშით და ფობიით. ამასთანავე, შიშის განცდა უნდა იყოს ქრონიკული და ფობიური რეაქცია უნდა აღმოცენდეს შემაშინებელი ობიექტის როგორც რეალურ არსებობაზე, ასევე მის წარმოდგენაზეც.

იმისთვის, რომ ამ აშლილობით დიაგნოსტირება მოხდეს, ინდივიდი უნდა აცნობიერებდეს, რომ მისი შიში გარკვეული ობიექტის მიმართ გადამეტებული და უმიზეზოა, თუმცა ეს კრიტერიუმი ნაკლებად ვრცელდება ბავშვებზე, რადგან მათ შესაძლოა, ვერ მოახერხონ ამის გაცნობიერება. როგორც წესი, შიშის ობიექტთან კონტაქტი მყისიერად იწვევს ინდივიდში მძაფრი შიშის განცდას, რასაც ძალიან ხშირად, თან სდევს საშიშ სიტუაციაში კონტაქტისგან თავის არიდებისა და განრიდების ქცევები.

დიაგნოსტიკისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს მე-5 გამოცემაში  სპეციფიკური ფობიები ოთხ ძირითად სუბკატეგორიად იყოფა: ცხოველების ფობია (ობობები, ძაღლები, გველები, კატები, ვირთხები და ა.შ.); ბუნებრივი გარემო (წყალი, სიმაღლე, ჭექა-ქუხილი); სისხლი, ინიექცია, დაზიანება (ნემსები) და სიტუაციური (კლაუსტროფობია, ლიფტების, გვირაბების, ფრენის შიში). მეხუთე ტიპად გამოყოფილია „სხვა“ ტიპის ფობიებიც, რომლებშიც ერთიანდება ისეთი შიშები, რომლებიც ზემოთხსენებულ ოთხ კატეგორიაში ვერ თავსდება (მაგალითად, ხველების , დახრჩობის, ხმაურის შიში).  

ცხოველთა ფობია - გავრცელებული შიშები 

***  

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1

კატეგორია: 
ავტორები: