უარყოფითი განმტკიცება

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Negative Reinforcement

განხორციელებულ ქცევას მოჰყვება ავერსიული სტიმულის ჩამოცილება. ავერსიული სტიმულის ჩამოცილების შემდეგ იზრდება ამ ქცევის სიხშირის ალბათობა. თუკი ადამიანი, რომელსაც არ უყვარს მარწყვი, განახორციელებს ისეთი ტიპის ქცევას, რომელიც მას თავიდან აარიდებს მარწყვის ჭამას - ეს იქნება უარყოფითი განმტკიცება. ავერსიული სტიმულის მოცილებისა და ნეგატიური განმტკიცების კლასიკური მაგალითია ქოლგის გამოყენება წვიმის დროს; ქარიან ამინდში მანქანაში მინის აწევა, კაშკაშა მზის შუქზე სათვალის გაკეთება და ა.შ. წვიმა, ქარი და გამაღიზიანებელი დღის შუქი - თითოეული ეს სტიმული წარმოადგენს ავერსიულ სტიმულს, ხოლო განხორციელებული ქცევები - ფანჯრის აწევა, ქოლგის გაშლა თუ სათვალის გაკეთება - ეხმარებიან ადამიანს ამ არასასურველი; ავერსიული სტიმულების თავიდან არიდებაში.

მნიშვნელოვანია არ ავურიოთ ერთმანეთში უარყოფითი განმტკიცება და დასჯა. მიუხედავად იმისა, რომ ავერსიული სტიმული ორივე შემთხვევაში გამოიყენება, დასჯის დროს კავშირი საპასუხოდ განხორციელებულ ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის დადებითია - ანუ რაც უფრო მეტად ავლენს ადამიანი განსაზღვრულ ქცევას, რომელზეც დამოკიდებულია დასჯა - მით უფრო იმატებს დასჯის პროცედურა - რასაც საბოლოოდ ქცევის ჩაქრობამდე მივყავართ. უარყოფითი განმტკიცების დროს კი, პირიქით, კავშირი ინსტრუმენტულ ქცევასა და ავერსიულ სტიმულს შორის ნეგატიურია - ანუ რაც უფრო ხშირად ახორციელებს ადამიანი განსაზღვრულ ინსტრუმენტულ ქცევას, მით უფრო იკლებს ავერსიული სტიმული. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი; ზიმბარდო (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება. თსუ, თბილისი

Domjan, M. (2010) The Principles of Learning and Behavior, 6th Edition; Wadsworth, Cengage Learning; Belmont, Ca

კატეგორია: 
ავტორები: