ტესტის სანდოობის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც გამოიყენება ტესტის სხვადასხვა ვერსია. ფორმების შეცვლა ამცირებს პირდაპირი გამოყენების, დამახსოვრების ეფექტს ან ინდივიდის სურვილს, თანმიმდევრული ჩანდეს ერთი ტესტიდან მეორეზე გადასვლისას, ერთისა და იმავე ამოცანის მიმართ.
ერთისა და იმავე ტესტის პარალელური ფორმების ადმინისტრირებას ეფუძნება ალტერნატიული ფორმების სანდოობა და კორელაციის კოეფიციენტის გამოყენებით გამოითვლება. თუ პარალელური ფორმები ერთდროულად მიეწოდებათ კვლევის მონაწილეებს, მაშინ სანდოობის დაბალი მაჩვენებელი შინაარსის შერჩევას მიეწერება, ხოლო თუ ორი ფორმის მიწოდება გარკვეული დროის შუალედით ხდება, მაშინ სანდოობის დაბალ მაჩვენებელს ან გაზომვის შეცდომას ორი მიზეზი აქვს: შინაარსისა და დროის შერჩევა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ.
Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.