შინაგანი შეთანხმებულობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Internal Consistency

ტესტის სანდოობის დადგენის ერთ-ერთი მეთოდი.

კუდერმა და რიჩარდსონმა 1930-იან წლებსში ტესტის სანდოობის შეფასებისადმი ალტერნატიული მიდგომა შემოგვთავაზეს, რომელიც რესპონდენტების ერთი ჯგუფის მიერ ერთ ტესტში მოცემულ პასუხებს ეფუძნებოდა. მათ შუაზე გახლეჩვის მეთოდით მიღებული ყველა შესაძლო კორელაციის გამოსათვლელი სხვადასხვაგვარი ფორმულა შექმნეს. ეს მიდგომა ითვალისწინებს იმ პრობლემას, რომ შუაზე გახლეჩვის მეთოდით გამოთვლილ სანდოობის ნებისმიერ კოეფიციენტზე შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ტესტის დებულებების ორ ჯგუფად წარუმატებელმა გაყოფამ. ასევე, მათი სანდოობის კოეფიციენტი ტესტის ორი ნახევრის შედარებაზე მეტს აჩვენებს: მონაწილის მიერ თითოეულ დებულებაზე გაცემული პასუხის ყველა სხვა დანარჩენ დებულებაზე პასუხთან მიმართებას გვიჩვენებს.

ვინაიდან დებულებაზე პასუხის თანმიმდევრულობაზე აკეთებს აქცენტს, სანდოობის შეფასების ამ მეთოდს „შინაგანი შეთანხმებულობა“ ეწოდა. მაღალი შინაგანი შეთანხმებულობა მიუთითებს, რომ ტესტში შემავალი ყველა დებულება ერთსა და იმავე საფუძვლად მდებარე მახასიათებელს ასახავს. ამ მიდგომაში ყველა შეცდომა დებულებებს შორის განსხვავების შედეგს წარმოადგენს. კუდერ-რიჩარდსონის ფორმულა 20 (K-R 20) დიქოტომიური პასუხების მქონე (0 და 1, მაგალითად, სწორია/მცდარია, დიახ/არა) დებულებების შინაგანი შეთანხმებულობის გამოსათვლელად გამოიყენება.

კუდერისა და რიჩარდსონის ნაშრომის პუბლიკაციის შემდეგ, სხვა ავტორებმა შინაგანი შეთანხმებულობის შესაფასებლად დისპერსიული ანალიზის გამოყენება შემოგვთავაზეს. ეს არის სტატისტიკური ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც ქულებში დისპერსიის დანაწევრებისთვის და ამ ცვალებადობის სხვადასხვა წყაროზე მიწერისთვის არის მოწოდებული. დისპერსიული ანალიზის ლოგიკის გამოყენებით სანდოობის შესაფასებლად, ტექსტის ქულის ცვალებადობა იყოფა, როგორც დებულებებთან ასოცირებული, პიროვნებებთან ასოცირებული და ჯამური დისპერსია, დანარჩენი კი განისაზღვრება, როგორც ჯამური დისპერსიის და დებულებებთან და პიროვნებებთან ასოცირებული დისპერსიის სხვაობა. ამ ნარჩენ დისპერსიას დისპერსიის შეცდომად მიიჩნევენ. სანდოობა პიროვნული და ნარჩენი დისპერსიების მიმართებით შეიძლება გამოვსახოთ. ის ჰოიტის (Hoyt) ფორმულის ასეთი ვერსიით არის ცნობილი.

ჰოიტის სანდოობის ფორმულა კონცეპტუალურად ჰგავს კლასიკური სანდოობის ფორმულას, თუმცა ამ მიდგომით გამოითვლება დიქოტომიური დებულებებისათვის განკუთვნილი K-R 20 ფორმულით მიღებული სანდოობის კოეფიციენტის იდენტური კოეფიციენტი.

1950-იან წლებში კრონბახმა K-R 20 ფორმულის შედარებით ზოგადი ვერსია წარმოადგინა, რომელიც დღეს კრონბახის ალფა კოეფიციენტის ან, უბრალოდ, კრონბახის ალფას სახელით არის ცნობილი. ის ისეთი დებულებების შუაზე გახლეჩვის მეთოდით გამოთვლილი სანდოობის საშუალო კოეფიციენტის შეფასებაა, რომლის პასუხებიც უწყვეტ სკალაზე იზომება (მაგალითად, 1-დან 5-მდე). კრონბახის ალფა სანდოობის ზუსტად ისეთივე შეფასებას იძლევა, როგორსაც ჰოიტის სანდოობა არადიქოტომიური მონაცემებისთვის.

უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, კრონბახის ალფა იძლევა დებულებებს შორის კორელაციის კოეფიციენტს ანუ თითოეული დებულების კორელაციას სხვა რელევანტური დებულებების ჯამთან და გამოსადეგია მრავალდებულებიანი სკალებისთვის. ეს არის დებულებების (და არა, მაგალითად, ადამიანების) შინაგანი შეთანხმებულობის საზომი. 

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Cohen, L., Manion, L., Morrison, K. (2007). Research Methods in Education. London, New York: Routledge.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. VII.

კატეგორია: 
ავტორები: