Behavioral Rehearsal
სოციალური დასწავლის თეორიაზე დაფუძნებული თერაპიის ერთ-ერთი ტექნიკა. წარმოადგენს გონებაში იმ ქცევის თუ ქცევათა თანმიმდევრობის მრავალჯერად გამეორებას, რომლის რეალური განხორციელებაც სურს ადამიანს. მოცემული ტექნიკის თანახმად, გონებაში სიტუაციის გათამაშება ამარტივებს რეალურ ცხოვრებაში იმავე ქცევის განხორციელებას. ქცევის დასწავლა ხორციელდება მენტალურ რეპრეზენტაციებზე დაყრდნობით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, რ., ზიმბარდო, ფ. (2009) ფსიქოლოგია და ცხოვრება; თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.
კატეგორია: