იმავე გარემოს ცვლადები, გარეგანი ზემოქმედება ქცევაზე.
სიტუაციური ცვლადების ზემოქმედების საილუსტრაციოდ წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ცდილობს, თავი მოაწონოს მასწავლებელს, რათა მისი შექება დაიმსახუროს; ან ტრანსპორტის საცობში მოხვედრილი მძღოლი აგრესიული და მტრული ხდება. აქ სიტუაციური ცვლადებია მასწავლებლის შექება და ქუჩაში შექმნილი საცობი.
მართალია, სიტუაციური ფაქტორების ზემოქმედება ძლიერია, როცა ფსიქოლოგებს ქცვის ახსნა სურთ, ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ როგორც სიტუაციურ, ისე — დისპოზიციურ ცვლადებს, ვინაიდან ფსიქოლოგიური ახსნა, ძირითადად, აღიარებს, რომ ქცევათა უმეტესობაზე გავლენას ფაქტორთა კომბინაცია ახდენს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.