Dispositional Variables
ორგანიზმული ცვლადი ანუ ადამიანის ქცევის შინაგანი დეტერმინანტი. დისპოზიციური ცვლადების მაგალითებია მორცხვობა, ინტელექტის დონე, და მოტივაცია, კომუნიკაბელურობა.
მართალია, ორგანიზმული ანუ დისპოზიციური ფაქტორების ზემოქმედება მნიშვნელოვანია ქცევის დეტერმინაციისთვის, როდესაც ფსიქოლოგებს ქცევის ახსნა სურთ, ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ როგორც დისპოზიციურ, ისე — სიტუაციურ ცვლადებს, ვინაიდან ფსიქოლოგიური ახსნა, ძირითადად, აღიარებს, რომ ქცევათა უმეტესობაზე გავლენას ფაქტორთა კომბინაცია ახდენს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
კატეგორია: