პლაცებო კონტროლი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Placebo Control

ექსპერიმენტული პირობა, როცა ჩარევა არ ხდება და იმ შემთხვევაში გამოიყენება, როცა პლაცებო ეფექტის საშიშროება ჩნდება. პლაცებო კონტროლი კონტროლის ზოგად კატეგორიაში შედის, რომელიც შედარების საშუალებას აძლევს ექსპერიმენტატორს.

მაგალითად, გაეცანით კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც, მოწევისთვის თავის დანებების მსურველთა ¾-ზე მეტმა ნიკოტინის სალბუნის გამოყენებით მიაღწია შედეგს. აქვე ჩნდება კითხვა: კი მაგრამ რასთან შედარებით? გამოყენებული იყო თუ არა საკონტროლო ჯგუფი? ამ კვლევაში ნამდვილად იყო გამოყენებული საკონტროლო ჯგუფი, რომლის წევრები ნიკოტინის გარეშე სალბუნს ატარებდნენ და მათმა 39%-მაც დაანება თავი მოწევას. უფრო მეტიც, რაც უფრო დიდხანს ატარებდნენ ისინი სამედიცინო თვალსაზრისით უსარგებლო სალბუნს, მით მეტი ალბათობით ანებებდნენ თავს მოწევას. ამრიგად, ნიკოტინის სალბუნი ეფექტური საშუალება აღმოჩნდა, მაგრამ მისი ზემოქმედების ნახევარი პლაცებო ეფექტის დამსახურებაა, რადგან მწევლებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ეს სალბუნი უშველიდათ მათ. საკონტროლო პირობაში მიღებული მონაცემები მნიშვნელოვან საფუძველს გვაძლევს, რის მიხედვითაც ვსმჯელობთ ექსპერიმენტული ზემოქმედების რეალური ეფექტის შესახებ.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

კატეგორია: 
ავტორები: