ბგერებზე სენსორულ მეხსიერებას ექო-მეხსიერება ეწოდება. ის სმენითი ინფორმაციის ხანმოკლე პერიოდში შენახვის საშუალებას იძლევა.
ექო-მეხსიერება, ხატისებრი მეხსიერების მსგავსად, მცირე ხნით ინახავს იმაზე მეტ ინფორმაციას, ვიდრე ადამიანს შეუძლია აღადგინოს მანამ, სანამ დაავიწყდება. ექო-მეხსიერება, ხატისებურ მეხსიერებასთან შედარებით, 5-10 წამით მეტ ხანს გრძელდება, რაც დროში ბგერათა თანმიმდევარი ურთიერთდაკავშირებს გზებს შეიძლება უკავშირდებოდეს. მაგალითად, როდესაც წინადადებას ვუსმენთ, ყოველი ბგერის თანმიმდევარი შემოსვლა ხდება ყურში. ექო-მეხსიერება გვეხმარება, რომ ეს ცალკეული ბგერები მთლიანობებად შეიკრას.
ექო-მეხსიერების კვლევამ გამოავლინა სენსორული მეხსიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება: ახლადშემოსული ინფორმაცია ადვილად განდევნის წინას. მაგალითად, თუ ვინმე სიტყვათა მწკრივს გიკითხავთ, ყოველი ახალი სიტყვა წინას გადააადგილებს ექო-მეხსიერებაში. თავდაპირველად, მკვლევრებს მიაჩნდათ, რომ ექო-მეხსიერებიდან სიტყვების ამოვარდნას ბგერათა მსგავსება განაპირობებს, თუმცა დღეისათვის ცნობილია, რომ ამის მიზეზი მსმენელის მიერ სმენითი გამღიზიანებლების კატეგორიზაციაც შეიძლება იყოს. გარედან სმენითი ინფორმაციის შემოსვლისას ჩვენ ამ გამღიზიანებლების ნაკადს ნაწილებად ვყოფთ: განვსაზღვრავთ, რომელი ბგერები ერთიანდება მთლიანობებად. ექო-მეხსიერება დამოკიდებულია იმაზე, როგორ ვაჯგუფებთ სმენითი მოდალობით შემოსულ გამოცდილებას.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.
Gleitman, H., Gross, J., Reisberg, D. (2011). Psychology, 8th ed. W. W. Norton & Company, Inc. New York