ალბათობა

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Probability

რიცხვი, რომელიც წარმოადგენს შემთხვევითი მოვლენის, ხდომილობის განხორციელების შესაძლებლობის რაოდენობრივ ზომას. მოვლენა შემთხვევითია, თუ დაკვირვებამდე (წინასწარ) ვერ ვიტყვით, რა შედეგით დასრულდება ის. მაგალითად, თუ ყუთში 10 სხვადასხვა პრიზია, წინასწარ ვერ ვიტყვით რომელი გათამაშდება. ამასთან თითოეული  პრიზის ამოღების ალბათობა არის 1/10. ასევე გამოკითხვის ჩატარებამდე, ვერ ვიტყვით რესპონდენტის პასუხი იქნება „კი“, „არა“, თუ  „თავს ვიკავებ“.

ალბათობის თეორიის ისტორია გამორჩეულია მრავალი უნიკალური თავისებურებით. ის როგორც მეცნიერება ჩამოყალიბდა მე-20 საუკუნეში და ახლა ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია გამოყენებით მეცნიერებებს შორის. ისტორიკოსები გამოყოფენ რამდენიმე პერიოდს ალბათობის თეორიის განვითარებაში. XVII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო ძირითადი პრინციპებისა და მეთოდების ფორმირება სასრულ მნიშვნელობებიანი შემთხვევითი სიდიდეებისათვის. თავიდან ალბათობის თეორიის განვითარებას სტიმული მისცა აზარტულ თამაშებში წარმოშობილმა პრობლემებმა. თუმცა ალბათობის თეორიის გამოყენების სფერო მაშინვე გაფართოვდა და მოიცვა დემოგრაფიული სტატისტიკის, სადაზღვევო საქმის და მიახლოებითი გამოთვლების სფეროები. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი წვლილი ამ ახალი მეცნიერების ფორმირებაში შეიტანეს პასკალმა და ფერმამ. ჰიუგენსმა შემოიღო ორი ფუნდამენტური ცნება ხდომილობების ალბათობის რიცხვითი ზომა და მათემატიკური ლოდინი. მანვე 1657 წელს გამოაქვეყნა ერთ-ერთი პირველი გამოკვლევა ალბათობის თეორიაში „გათვლები კამათლის თამაშისას“. XVIII საუკუნეში გამოჩნდა პირველი მონოგრაფიები. მათ შორის აღსანიშნავია იაკობ ბერნულის „ვარაუდების ხელოვნება“ 1713 წელს, სადაც მან შემოიტანა ალბათობის კლასიკური განმარტება. ბერნულის იდეები XIX საუკუნეში ფართოდ განავითარეს ლაპლასმა, გაუსმა და პუასონმა. მათ გამოყენებით სტატისტიკაში ალბათური მეთოდების გამოყენება მნიშვნელოვნად გააფართოვეს. XX საუკუნეში ფიზიკაში შეიქმნა მიკროსამყაროს თეორია, ხოლო ბიოლოგიაში მემკვიდრეობის თეორია, ორივე არსებითად ეფუძნება ალბათურ მეთოდებს. კარლ პირსონმა განავითარა მათემატიკური სტატისტიკის ალგორითმები, რომლებიც გამოიყენება ჰიპოთეზათა შემოწბებისას და გადაწყვეტილებათა მიღებაში. ალბათობის თეორიის კლასიკური აქსიომატიკა ჩამოაყალიბა ა.ნ. კოლმოგოროვმა.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Field, A. (2013). Discovering Statistics Using IBM SPSS Statistics. SAGE Publications Ltd.

კისი, ჰ. (2008). სტატისტიკა სოციალურ მეცნიერებებში. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი.  თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

       

კატეგორია: 
ავტორები: