ბიოფსიქოსოციალური მოდელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Biopsychosocial Model

ჯანმრთელობისა და ავადმყოფობის მოდელი, რომლის მიხედვით, ნერვული სისტემის, იმუნური სისტემის, ქცევითი სტილის, კოგნიტური პროცესებისა და გარემო ფაქტორების ურთიერთკავშირმა შეიძლება ადამიანი ავად გახდომის რისკის წინაშე დააყენოს. სხვა სიტყვებით, ბიოფსიქოსოციალური მოდელი ფიზიკურ ჯანმრთელობას გონების მდგომარეობასა და გარემომცველ სამყაროსთან აკავშირებს.

თანამედროვე მეცნიერული აზროვნება დიდხანს ეფუძნებოდა ბიოსამედიცინო მოდელს, რომელიც სხეულისა და გონების დუალისტური კონცეფციით ხელმძღვანელობს. ამ მოდელის მიხედვით, მედიცინა ფიზიკურ სხეულის ფსიქიკისგან დამოუკიდებლად მკურნალობს. გონება მნიშვნელოვანია მხოლოდ ემოციებისა და რწმენების შემთხვევაში და ცოტა რამის გაკეთება თუ შეუძლია სხეულის რეალობისთვის. თუმცა დროთა განმავლობაში მეცნიერებმა დაიწყეს ურთიერთქმედებათა ტიპების აღნუსხვა, რომელთა შემთხვევაშიც არ მუშაობდა ხისტი ბიოსამედიცინო მოდელი. ასე მაგალითად, კარგად არის ცნობილი, რომ დადებით და უარყოფით ცხოვრებისეულ მოვლენებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმუნური სისტემის ფუნქციონირებაზე. ადამიანები მეტნ-ნაკლებად მოქნილები არიან სტრესის უარყოფით შედეგებთან გამკლავებისას. ადეკვატურმა სოციალურმა მხარდაჭერამ შეიძლება შეამციროს როგორც ფსიქოლოგიური აშლილობის განვითარების რისკი, ისე სიკვდილის ალბათობა. სწორედ ყველა ასეთი მონაცემის გაანალიზების შედეგად ჩამოყალიბდა ბიოფსიქოსოციალური მოდელის სამი კომპონენტი: „ბიო“ მიუთითებს ბიოლოგიური ავადმყოფობის რეალურ არსებობაზე,  „ფსიქო“ და „სოციალური“ კი — ჯანმრთელობის ფსიქოლოგიურ და სოციალურ კომპონენტებზე.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning, USA.

კატეგორია: 
ავტორები: