სოციალური სწავლების ტიპი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Social Type of Policy Learning

სოციალური სწავლების ტიპი მოიცავს პოლიტიკისა და არსებული პროგრამების მიმართ ახლებური გააზრებისა და კონსტრუირების საშუალებებს, რომლებიც ძველი სოციალური კონსტრუქციისგან რადიკალურად განსხვავებულია. ამ შემთხვევაში აქცენტირება ხდება საჯარო სფეროში არსებული პრობლემების ახლებურ გაანალიზებასა და ამის შედეგად გატარებული სამთავრობო რეაგირების სქემების ცვლილებაზე. ისევე როგორც ინსტრუმენტული სწავლების შემთხვევაში, სოციალური სწავლების საფუძველზე მიღებული ცოდნაც უზრუნველყოფს საჯარო პრობლემების მიზეზების გადაფასებას, მათი გადაწყვეტის ახლებური ხედვის დანერგვასა და გატარებას და, შესაბამისად, უკეთესი პოლიტიკის პრაქტიკების დანერგვას. თუმცა, მსგავსი სოციალური ცოდნის შექმნის საფუძველი, უპირველეს ყოვლისა, თავად პრობლემის ახალი სოციალური ინტერპრეტაციაა, რაც შესაძლებელია ხორციელდებოდეს, ერთი მხრივ, თავად პრობლემის გადაფასებით, მეორე მხრივ კი, პოლიტიკის მიზნებისა და ამოცანების, პოლიტიკის მიმართულების ან სამიზნე ჯგუფის ხელახალი იდენტიფიცირებით. სოციალური სწავლების შედეგად პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის მიდგომების ცვლილების არაერთი მაგალითის მოყვანაა შესაძლებელი. ერთ-ერთ ასეთ მაგალითად შესაძლებელია დასახელდეს პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში ახალი, ინოვაციური მიდგომების დანერგვა. ტრადიციულად, პოლიცია პროსტიტუციის გაკონტროლებას სექს-მუშაკების დაპატიმრებებით ცდილობდა, რათა დაეთანხმებინათ ისინი აღარ ემუშავათ კონკრეტულ დასახლებებსადა უბნებში.

გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი მეთოდებით პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლა არ აღმოჩნდა ეფექტური და არც სამართლიანობის თვალსაზრისით იყო გამართლებული სექსმუშაკებთან მიმართებაში, თავად საზოგადოებაში დაიწყო პრობლემის მოგვარების ახალ მიდგომებზე საუბარი, კერძოდ კი, პოლიციის სამიზნე ჯგუფი სექს-მუშაკების ნაცვლად პროსტიტუციის მომხმარებლები გახდნენ. შესაბამისად, ამიერიდან დასჯის ობიექტი თავად ამ სერვისის მომხმარებლები გახდნენ. ანალოგიური ლოგიკა ხშირად გამოიყენება ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორიცაა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა, როცა ნარკოტიკების მომხმარებლების დაპატიმრებების არაეფექტური მეთოდიკა შეცვლილია ნარკოტიკების მიმწოდებლებისა და დისტრიბუტორების მიმართ გატარებული მკაცრი პოლიტიკით. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: