მთავრობათაშორისი მოქმედებების კომპლექსური ქსელი, პოლიტიკური, ფისკალური, პროგრამული და ადმინისტრაციული პროცესებისა, რომლებითაც მთავრობის ზემდგომი დანაყოფები შემოსავლებს და რესურსებს იყოფენ ქვედა დონეზე მდგომ დანაყოფებთან. ამ პროცესს, როგორც წესი, თან ახლავს სპეციალური პირობები,განსაზღვრული ქვედა დონეზე მდგომი დანაყოფების მიერ დასაკმაყოფილებელი და დახმარების მიღების განმაპირობებელი შესაძლებლობები. არსებობს კითხვათა წყება მთავრობათაშორისი ურთიერთობების შესახებ: მთავრობის რომელ დონეს რომელი ფუნქციების შესახებ ენიჭება პასუხისმგებლობა? საჭიროა თუ არა მთავრობის მიერ ადგილობრივი მთავრობის დასაფინანსებლად საჭირო გადასახადების გაზრდა? შეიძლება თუ არა ეროვნულ მთავრობას გააჩნდეს შემოსავლების გადანაწილების უფლება, რათა ქვეყნის უმდიდრეს და უღარიბეს რეგიონებს შორის განსხვავება შეამციროს? ამ კითხვების გარკვეულ ნაწილს პასუხს ფედერალური სისტემა გასცემს. მაგალითად, მხოლოდ ეროვნულ კანონმდებლობას შეუძლია გადამანაწილებელი პოლიტიკის შემუშავება. სხვებს პასუხი დროთა განმავლობაში მთავრობათაშორისი ურთიერთობების სტრუქტურის შექმნასთან ერთად, მრავალრიცხოვანი კანონების თანხლებით, სასამართლო პრეცენდენტებისა და ტრადიციული პოლიტიური მიზანშეწონილობით გაეცემა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.