სამთავრობო ან არასამთავრობო საშუალებებით სამთავრობათაშორისო პრობლემების (კრიმინალი, განათლება, კეთილდღეობა) გამკლავების მცდელობები. სამთავრობათაშორისო მენეჯმენტი ფართო ტერმინია, თუმცა მის განმარტებაზე დღემდე კონსენსუსი არ არსებობს; ამის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ყოველთვის გაჯერებულია მისით. პოლიტიკოსებს, რომლებიც პრეზიდენტობისათვის ან კონგრესში ადგილისათვის იბრძვიან, უყვართ ამომრჩევლებისთვის იმის ხაზგასმა, თუ რას გააკეთებენ განათლებისა და კრიმინალის პრობლემების აღმოსაფხვრელად. შტატებისა და ადგილობრივი პოლიცია კანონის გატარებაზეა პასუხისმგებელი. გამოძიებათა ფედერალური ბიურო, თუმცა საზოგადოების წარმოდგენაში კრიმინალს ებრძვის, პოლიციასთან შედარებით ძალიან მცირე როლს თამაშობს. შტატების და ადგილობრივი მთავრობები 0.5 მილიონ უნიფორმიან პოლიციის ოფიცრებს ქირაობენ. ფედერალურ საგამოძიებო ბიუროს (FBI) კი, მხოლოდ 12 000 სპეციალური აგენტი ჰყავს, ხოლო განათლება ადგილობრივი სკოლის საბჭოების კომპეტენციაში შედის. გარდა სპეციალური პროგრამებისათვის მცირე დაფინანსების გამოყოფისა, პრაქტიკულად ფედერალურ მთავრობას საუბრის გარდა, არაფრის გაკეთება არ შეუძლია ზემოთ აღნიშნული საკითხების გადასაჭრელად და ფედერალური ოფიციალური პირები, ასევე ოფიციალურ პირებად გახდომის მსურველებიც, იმდენად დიდ დროს უთმობენ ასეთ აქტუალურ პრობლემებზე საუბარს, რომ მოსახლეობა იჯერებს, თითქოს ფედერალურ მთავრობას რეალურად შეუძლია ისეთი მარტივი რამის გაკეთება, როგორიცაა, მაგალითად, მესამე კლასელებისათვის უფრო მეტი საშინაო დავალების მიცემის განკარგვა ან თინეიჯერებისათვის რჩევის მიცემა, ქორწინებამდე სექსუალურად აქტიური არ იყვნენ. თუმცა, პოლიტიკოსები შეიძლება ფიქრობენ, რომ საზოგადოება გულუბრყვილოა, სამთავრობათაშორისო მენეჯმენტის კომპლექსურ საკითხებს მარტივი პასუხები არა აქვს.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.