მეორე სქესი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Second Sex

ტერმინი „მეორე სქესი“ ცნობილი გახდა ფრანგი ეგზისტენციალისტი მწერლისა და ფილოსოფოსის, სიმონ დე ბოვუარის 1949 წელს გამოქვეყნებული წიგნის „მეორე სქესის“ მიზეზით. ამ წიგნში ეს ტერმინი ორმაგი მნიშვნელობით არის გამოყენებული: ერთი მხრივ, ის კულტურაში ქალის მეორეხარისხოვან ღირებულებაზე მიანიშნებს. ბოვუარი ვრცლად ასაბუთებს, რომ პატრიარქალური კულტურები კაცობრიობას უპირატესად მამაკაცთან მიმართებაში განიხილავენ, ხოლო ქალი წარმოდგენილია, როგორც სხვა, საგანი, რომლის ფონზეც მამაკაცი საკუთარ სუბიექტურობას აყალიბებს და რომელიც  მამაკაცის სურვილებსა და შიშებს ასახავს. ქალები, როგორც ჩაგრული კასტა, იძულებულნი არიან, შეეგუონ ამ იდენტობას  და უარი თქვან თავიანთ თავისუფლებაზე.

მეორე მხრივ, „მეორე“ მიანიშნებს ე. წ. „ქალის ხასიათის“, ან „მარადიული ფემინურობის“ კულტურულად და სოციალურად განპირობებულ ბუნებაზე - ფემინურობა, ქალურობა, როგორადაც ის პატრიარქლურ კულტურაში მოიაზრება და რეპროდუცირდება, „მეორე ბუნებაა“ და არ აიხსნება ბიოლოგიური თავისებურებებით („პირველი ბუნებით“ თუ „პირველი სქესით“). ჯუდით ბატლერი სიმონ დე ბოვუარის წიგნში გაჟღერებულ ფრაზას „ადამიანი კი არ იბადება, არამედ იქცევა ქალად“ (One is not born, but rather becomes, a woman) განმარტავს, როგორც სქესისა და გენდერის ერთმანეთისაგან განცალკევების ცდას.

ზოგიერთი მკვლევარი აკრიტიკებს სიმონ დე ბოვუარს, რადგან მიიჩნევს, რომ „მეორე სქესში“ ქალებზე წერისას ავტორი თვითონ ემიჯნება ქალებს, ქალის ბიოლოგიურ თავისებურებებს სისუსტედ მიიჩნევს, თავის ქალობას - თავის ნაკლად; შესაბამისად ბოვუარს, ზოგიერთი ფემინისტი მიზოგინიაში ანუ ქალების სიძულვილში სდებს ბრალს.

იხილეთ, აგრეთვე: სიმონ დე ბოვუარი.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა:

Beauvoir, S. de (1949) The Second Sex, trans. H.M. Parshley New York: Knopf, 1952.

Butler J. (1986), Sex and Gender in Simone de Beauvoir’s Second Sex, Yale French Studies, #72, pp. 35-49

კატეგორია: 
ავტორები: