მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ინდივიდების და ჯგუფების პირდაპირი ჩართულობა. მრავალი ორგანული კანონი წარმომადგენლობითი დემოკრატიის დამახასითებელ თვისებებს ატარებს, როგორიცაა კანონში, რეგულაციებსა და საგადასახადო განაკვეთში შესატანი ცვლილებების თაობაზე წარმართული საჯარო მოსმენები (როცა საზოგადოებას ჩვენების მიცემა შეუძლია). „ახალი მემარცხენეები“, როცა 1960 წელს ადგილობრივი საზოგადოებრივი სერვისების სამოქალაქო კონტროლს უჭერდნენდ მხარს, სწორედ ამ თემის ირგვლივ იყვნენ გაერთიანებულნი. წარმომადგენლობითი დემოკრატიის მთავარი პრობლემა თვითნებურად დანიშნული ხალხის წარმომადგენლების არათანაბარზომიერი გავლენაა საჯარო წესრიგზე, რამაც შეიძლება სისტემა მალევე დემოკრატიულიდან ოლიგარქიულად გარდაქმნას.
***გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.