ბრაუნლოუს კომიტეტი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Brownlow Committee

პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტის ინიციატივით პრეზიდენტის ადმინისტრაციისათვის კადრების არსებობის აუცილებლობიდან და აღმასრულებელი ხელისუფლების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის საჭირობიდან გამომდინარე, 1936 წელს  შექმნილი კომიტეტი, რომელიც ხელისუფლების რეორგანიზაციის კლასიკური მაგალითია. 1936-1937 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მართვის კომიტეტის რეკომენდაციით მომხდარი ცვლილებები და აღმასრულებელი შტოს სტრუქტურირების მიზნით შექმნილი ამ კომიტეტის მოღვაწეობა დღემდე სამაგალითოდ რჩება შეერთებული შტატების ისტორიაში.

ეს კომიტეტი ცნობილია როგორც „ბრაუნლოუს კომიტეტი“. მას სახელი დაერქვა კომიტეტის თავმჯდომარის, ლუის ბრაუნლოუს (Louis Brownlow (1879-1936)) მიხედვით, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ქალაქის მართვის (city management) ცალკე პროფესიად ჩამოყალიბების საქმეში.  კომიტეტის ორი სხვა წევრი იყო ჩარლზ მერიამი (Charles Merriam (1874-1953)) ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან და ლუთერ გულიკი (Luther Gulick) კოლუმბიის უნივერსიტეტიდან და ნიუ-იორკის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტიდან. რადგან მთავრობა ახალი გარიგების პირობებში სწრაფად იზრდებოდა, ძალიან ცოტა დრო და განწყობა რჩებოდა დაგეგმვისათვის, საზოგადოდ მიღებული იყო, რომ  არსებობდა ბევრი ცუდად დასახული და განხორციელებული ორგანიზაციული მოდელი, რომელიც  ეკონომიურობასა და ეფექტურობას იყო მოკლებული. ეს დაბალი ხარისხის მოდელები აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებს შორის გაუთავებელი კონფლიქტების ანარეკლი იყო. ამა თუ იმ სამთავრობო პროგრამის დაგეგმვის პროცესს თან ახლდა პრეზიდენტის ოფისსა და შეერთებული შტატების კონგრესს შორის მიმდინარე დავა, ახალ ორგანიზაციებსა და სააგენტოებში თვითდამკვირდებისთვის ბრძოლა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებზე ზრუნვაში, სისუსტეებისა და მენეჯერული რჩევების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატებოდა.

ბრაუნლოუს კომიტეტმა ორგანიზაციული კონტროლით გადაწყვეტა ეს გამუდმებული ბრძოლა და მოგვცა მენეჯერული პერსპექტივიდან სამთავრობო დაწესებულების/ორგანიზაციის პირველი ფორმალური შეფასება. ბრაუნლოუს კომიტეტმა თავისი ანგარიში პრეზიდენტ რუზველტს 1937 წლის იანვარში წარუდგინა. კომიტეტის ძირითადი შემოთავაზებები საკმაოდ მარტივი იყო. ანგარიში მიუთითებდა, რომ „პრეზიდენტი საჭიროებს დახმარებას“; რომ მას სჭირდება პროფესიონალი კადრები, რომლებიც იქნებიან მიუკერძოებლები და საქმეზე ორიენტირებულები. საერთოდ, კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია აღმასრულებელი შტოს მასშტაბურ რეორგანიზაციას. პრეზიდენტი დაეთანხმა, რომ შესაბამისი კანონმდებლობა კონგრესში 1938 წელს შეეტანათ. მაგრამ, კონგრესმა, დამფრთხალმა პრეზიდენტის გადამეტებული ძალაუფლების მოპოვების შესაძლებლობით, ჩააგდო კანონპროექტი. როცა პრეზიდენტმა მომდევნო წლებში კიდევ ერთხელ შეიტანა რეორგანიზაციის საგრძნობლად მოდიფიცირებული ახალი კანონპროექტი, კონგრესმა 1939 წლის რეორგანიზაციის აქტის სახელით მიიღო იგი. ამ კანონმა შექმნა პრეზიდენტის აღმასრულებელი ოფისი, შეიყვანა მასში ბიუჯეტის ბიურო (მოგვიანებით მენეჯმენტის და ბიუჯეტის ოფისი) ხაზინის დეპარტამენტიდან და უფლება მისცა პრეზიდენტს მომზადებულიყო მომავალი რეორგანიზაციის გეგმების განსახილველად. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: