საკითხის ქსელები, როგორც ტერმინი, რამდენიმე მნიშვნელობით გამოიყენება. მასში იგულისხმება: 1. საჯარო ან კერძო აქტორთა ერთობლიობა, რომლებიც საჯარო პოლიტიკის ინიციატივის მხარდასაჭერად ან წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამ ქაოტურ პროცესს გარკვეულობისა და სიწმინდის მცირე დოზა ახასიათებს. ტერმინი, ძირითადად, პოლიტიკის ანალიტიკოსების მიერ საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში პოლიტიკის ან საკითხის მოხვედრისპროცესის აღსაწერად გამოიყენება. 2. ბიუროკრატიული ექსპერტები, პროფესიული ასოციაციები და კერძო სექტორის პრაქტიკოსები - ტექნიკური სპეციალიზაციით, რომლებიც საჯარო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებაში პრაქტიკის სტანდარტებს და განვითარების შესახებ კონსესუსს ფორმალურად და არაფორმალურად განსაზღვრავენ. ასევე გამოიყოფა საკითხის ჯგუფები (issue group), რომელიც სპეციფიკური, ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემური საკითხის ადვოკატირებისთვის შექმნილი აქტიური გაერთიანებებია. მაგალითად, სიცოცხლის უფლების ასოციაცია, რომელიც შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს 1973 წლის (Roe vs. Wade) გადაწყვეტილების მიერ აბორტის ლეგალიზაცის საპასუხოდ შეიქმნა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.