ბიუჯეტის პუნქტებს მიღმა განხორციელებული პირველი გადამწყვეტი საფეხური. შესრულების ბიუჯეტირება მოითხოვს შესრულების საზომი - თითოეული ხაზის გასწვრივ განისაზღვროს, რათა ერთეულის ღირებულება და სარგებლიანობა გამოთვლადი გახდეს. მწკრივის პუნქტები მათი ფუნქციის მიხედვითაა დაჯგუფებული ან კატეგორიზირებული. მაგალითად, დასუფთავების (ნაგვის შეგროვება) დეპარტამენტის სამუშაო დატვირთვა შესაძლოა,განისაზღვროს სახლებისა და ბიზნესის რაოდენობის მიხედვით, რომელსაც ემსახურებიან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები. შესრულებაზე დაფუძნებული საბიუჯეტო შეფასება შესაძლებელს ხდის შედარებით ადვილად გამოითვალო, რამდენი ნაგავი მუშავდება თითოეულ კვირაში, თვეში ან წლის მანძილზე. ეს საზომი შესაძლებელს ხდის, რომ შეგროვების სარგებლიანობა საბაზისო პერიოდისა და საბაზისო ხარჯის შეპირისპირებით გაიზომოს. ამ ელემენტარულ დონეზე, წლიდან წლამდე, შესაძლებელი ხდება შედარებითი ეფექტურობის გამოთვლა.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.