პოლიტიკის წარმოების „ზევიდან ქვევით“ და „ქვევიდან ზევით“ პროცესი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Top-down and Bottom-up Public policy Making Process

პოლიტიკის შემუშავების ტრადიციული მოდელი აღნიშნულ პროცესს განიხილავს როგორც  მთელ რიგ ქმედებებათა ერთობლიობას, ესენია: პრობლემის იდენტიფიკაცია, დღის წესრიგის შემუშავება, ფორმულირება, დამტკიცება, განხორციელება და შეფასება - რასაც, ძირითადად, ახორციელებს მთავრობა. სწორედ ამიტომ, თომას რ. დაი წიგნში „პოლიტიკის წარმოება ზევიდან ქვევით“, აშშ-ში საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესის  შეფასებისას, ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკის წარმოება აშშ-ში, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში, ასახავს მმართველი ელიტის  ღირებულებებს, ინტერესებს და პრეფერენციებს (Dye, 2001).

იმის მტკიცება, რომ საჯარო პოლიტიკა  „საზოგადოების მოთხოვნებს“ ასახავს, დემოკრატიის მითად უფრო შეიძლება მივიჩნიოთ, ვიდრე რეალობად და მიუხედავად საზოგადოებასა და მკვლევრებს შორის ფართოდ გავრცელებული მითისა, საჯარო პოლიტიკის წარმოება, სინამდვილეში, ხდება ზევიდან ქვევით, ვიდრე, პირიქით. პოლიტიკის წარმოების შემდგომში განსაზღვრული „დემოკრატიულ-პლურალის­ტული“ მოდელი მოქალაქეების მიერაა მართული, გადაწყვე­ტილების მიღების „ქვევიდან-ზევით“ ტიპის მოდელი, გულისხმობს, რომ ღია საზოგადოებაში ნებისმიერი პრობლემა შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნეს ინდივიდებისა და ჯგუფების მიერ და გარე აქტორებს აქვთ უნარი ჩაერთონ პოლიტიკის პროცესში დისკუსიის, დებატებისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მიჩნეულია, რომ სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტი ხელს უწყობს მოქალაქეთა გავლენის „ქვევიდან-ზევით“  მიმართულებას. 

ინტერესთა ჯგუფები, პოლიტიკური პარტიები, კანდიდატები, რომლებიც ისწრაფვიან თანამდებობზე არჩევას და მასმედიის წარმომადგენლები განიხილებიან როგორც მხარეები, რომლებიც რეაგირებას ახდენენ საყოველთაო სახალხო საზრუნავზე (Dye, 2001). პოლიტიკის წარმოების „ზევიდან-ქვევით“ მოდელი, რომელიც არ არის შეუსაბამობაში დემოკრატიულ პრინციპებთან, უპირისპირდება ფართოდ გავრცელებულ დემოკრატიულ-პლურალისტულ „ქვევიდან-ზევით“ წარმოებულ მოდელს, პირველ რიგში, პოლიტიკის შემუშავებასა და შემდეგ პოლიტიკური ხელმძღვანელობის შერჩევასთან მიმართებაში. ზემოთ თქმულისგან განსხვავებით, ვაშინგტონში, ცხადია, ინტერესთა ჯგუფების საქმიანობა და  მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მნიშვნელოვანი როლი.

თომას დაი აღნიშნავს, რომ ვაშინგტონში ინტერესთა ჯგუფების საქმიანობა დომინირებს საჯარო პოლიტიკის წარმოების პროცესში. ორგანიზებულ ინტერესთა ჯგუფების გავლენა აშკარად იგრძნობა კონგრესის კანონშემოქმედებით საქმიანობაში. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე გავლენიან ინტერესთა ჯგუფებს მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევენ იგივე კორპორაციები, ბანკები, ზეგავლენის მქონე  კამპანიები, საინვესტიციო კომპანიები, იურიდიული ფირმები, მედია-კონგლომერატები, პროფესიული და სავაჭრო ასოციაციები და სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ქვეყნის ინსტიტუციურ ელიტას წარმოადგენენ, მაინც  მიიჩნევა, რომ  პოლიტიკის წარმოება  უფრო მეტად მიმართულია ზევიდან ქვევით, ვიდრე ქვევიდან ზევით. ზევიდან-ქვევით მიმართული პოლიტიკის წარმოების სარგებელი ეფუძნება აშშ-ში სიმდიდრისა და შემოსავლის გადანაწილებას, რასაც, ზოგადად, კერძო ინტერესებს უფრო მიაკუთვნებენ, ვიდრე საზოგადოების ზრუნვის საგანს. ღრმად კონცენტრირებული და გლობალიზებული ეკონომიკური ძალაუფლება, რომელიც კონსოლიდირებულია მცირე რაოდენობის გიგანტურ კორპორაციებში, ზრდის არათანაბარ შემოსავალს, რაც ამერიკულ პოლიტიკაში ტრადიციულად „გადაწყვეტილების არმიღების“ საფუძველია. ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რაოდენ დიდია სტატუს კვოს შენარჩუნებაზე ზრუნვა და ცვლილებების დაშვების საფრთხე. 

***

გამოყენებული ლიტერატურა:

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press. 

ავტორები: