ჩართულობის ესა და თუ ის ფორმა და მექანიზმი, რომელიც იძლევა პოლიტიკური ვაჭრობის (ვეტოს უფლება; უფლებამოსილებათა დელეგირება, მაგალითად, რეფერენდუმის გზით; პირდაპირი შეხვედრები; კონსულტირება) უფლებით მოქალაქის გაძლიერების საშუალებას, რათა, საკუთარი ხედვით, დაიცვას თავისი ინტერესები, დაგეგმოს და განახორციელოს პროგრამები სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალაუფლებასა და კონტროლზე. ზოგიერთი სამთავრობო პროგრამა კანონმდებლობის მხრივ იმგვარადაა მოწყობილი, რომ მოქალქეებისგან, რომლებზეც ეს პროგრამა პირდაპირ ახდენს გავლენას, მოითხოვს, რომ მოქალაქეები ჩართული იყვნენ გადაწყვეტილების მიღების ადმინისტრაციულ პროცესში. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რაც უფრო მეტი იქნება მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი, მით უფრო მეტად უპასუხებს ესა თუ ის პროგრამა თემში/საზოგადოებაში არსებულ გამოწვევებს და თემიც/საზოგადოებაც პროგრამის განხორციელების საჭიროებებზე უფრო მეტად პასუხისმგებელი გახდება.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.