Cosmopolit(an)ism
მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია. კ. სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კ–ს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კ–ის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. კ–ს ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კ. უარყოფს ნაციონალურ ტრადიციებსა და კულტურას, პატრიოტიზმსა და ნაციონალური სახელმწიფოს იდეას.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი
კატეგორია: