1. ზოგადად: კონკრეტული სიტუაციისთვის დამახასიათებელი მოვლენები და პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე;2. სპეციფიკური გარემოებები, რომელშიც ან რომლის დროსაც ხდება მოქმედება ან მოვლენა;3. ლინგვისტიკაში: ტექსტის ფრაგმენტი შესაბამისი ერთეულებით (სიტყვა, ფრაზა, წინადადება), რომელიც აუციელებელი და საკმარისია ტექსტის ზოგადი აზრის გასაგებად;4. კულტურის მეცნიერებებში: კ–ად შეიძლება მიჩნეულ იქნეს მთლიანად კულტურა ან კულტურის რომელიმე ასპექტი. არჩევენ ვერბალურ და არავერბალურ კ–ს, კომუნიკაციის პროცესში ფონური ან კოგნიტური ინფორმაციის პრიორიტეტის მიხედვით არჩევენ ძლიერად კ–ურ (ან მაღალკონტექსტურ) და სუსტად კ–ურ (ან დაბალკონტექსტურ) კულტურებს. სუსტი კ–ურობა არის მოვლენა, რომელიც ინფორმაციის გაცვლისას ორიენტირებულია კოგნიტურ სტილზე. ასეთ კ–ში წამყვანია მეტყველების სისწრაფე, ცნებათა სიზუსტე და მოლაპარაკის ლოგიკურობა – აქ არ ენდობიან იმას, რაც ვერბალურად მკაფიოდ ფორმალირებული არაა. ამ ტიპის კ. დასავლურ კულტურებს ახასიათებს. ძლიერად კ–ურ კულტურებში არსებითი ისაა, ვისთან და რა ვითარებაში ხდება კომუნიკაცია და არა იმდენად ის, რას ამბობენ. ძლიერ კონტექსტურად მიიჩნევენ აღმოსავლურ კულტურებს, სადაც დამახასიათებელია მეტყველების ნაკლები კონკრეტულობა და არაკატეგორიული ფორმები.
კონტექსტი
Context
კატეგორია: