საჯარო მოხელეები, რომლებიც საზოგადოებისათვის საჯარო სერვისისა და სარგებლის მიწოდებას უზრუნველყოფენ. ქუჩის დონის ბიუროკრატია აღიქმება როგორც მოქალაქეებთან ყველაზე ახლო მდგომი ბიუროკრატიული ერთეული. მათ აქვთ დისკრეციული გადაწყვეტილებების მიღების დიაპაზონში თავისუფლად მოქმედებისა და გადაწყვეტილების მიღების საშუალება. პირველად, აღნიშნული ტერმინი გამოიყენა ამერიკელმა მკვლევარმა, მაიკლ ლიპსკიმ (Michael Lipsky), ამავე სახელწოდების წიგნში (Street Level Bureaucracy, 1980), რომელშიც მათი მოქმედების თავისუფლების გავლენის ხარისხი დაადგინა ბიუროკრატიულ ანგარიშვალდებულებაზე, მიუკერძოებლობასა და მართვის კონტროლზე დაყრდნობით.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press.