Class Conflict
კონფლიქტი ეკონომიკურ ჯგუფებს შორის, რომელთა ინტერესებიც განსხვავებულია. მარქსისტების აზრით, კ.ბ. არის გამოხატულება იმ ანტაგონიზმისა, რომელიც წარმოიშობა, ერთი მხრივ, კლასობრივი ექსპლუატაციის, ხოლო, მეორე მხრივ, საწარმოო ძალებისა და საწარმოო ურთიერთობის არათანაბარი განვითარების შედეგად. ისინი განიხილავენ კ. ბ–ს როგორც სოციალური დინამიკის განმსაზღვრელ ფაქტორს. კლასებს შორის ბრძოლა ვლინდება სხვადასხვა დონეზე – ყოველდღიური ეკონომიკური კონფლიქტებიდან და პოლიტიკურ–იდეოლოგიური დაპირისპირებიდან დაწყებული, მღელვარე რევოლუციებითა და სოციალური რყევებით დამთავრებული.
კატეგორია: