ინდოეთში ყველაზე გავრცელებული რელიგია, ბრაჰმანიზმის გადამუშავებული სახე, ერთ–ერთი უძველესია დიდ რელიგიებს შორის. ჩაისახა ძვ. წ. VI-IV სს–ში ბუდიზმთან და ჯაიმიზმთან ბრძოლაში. გაფორმდა კასტებად დაყოფასთან ერთად. ვედიზმისა და ბრაჰმანიზმის ელემენტების გარდა შეინარჩუნა ბევრი რამ წარმართულიდან. არის პოლითეისტური რელიგია მრავალი ღმერთითა და სხვადასხვა კულტით. გამოირჩევა ადამიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის სხვადასხვა მხარესთან კავშირის მრავალგვარობით. ი–ში განსაკუთრებით ძლიერია საზოგადოებრივ–ყოფითი ტრადიციების მოთხოვნები. უკიდურესად შეუწყნარებელია მრავალგვარ შეზღუდვათა და აკრძალვათა დარღვევის მიმართ, რომლებიც საზოგადოებრივი, ოჯახური და პირადი ცხოვრების სფეროებს განეკუთვნება, აგრეთვე სხვადასხვაგვარი ჯგუფების, კასტებისა და ქვეკასტების მიმართაც, რომელთა შორის ზღუდეები ამჟამად ურყევია. ი–ის ძირითადი მიმდინარეობებია: ვიშნუიზმი, შივაიზმი და შაქტიზმი.
ინდუიზმი
Hinduism
კატეგორია: