ბუდიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Buddhism

ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია. მის შემქმნელად ითვლება სიდჰარტა გაუტამა, რომელმაც შემდეგში მიიღო ბუდას სახელი. ბ. წარმოიშვა ძვ. წ. VI ს-ში ნეპალში, ხოლო შემდეგ ფართოდ გავრცელდა და მიიღო რამდენიმრ ფორმა. ბ-ის მოძღვრებით, სიცოცხლე ყველა თავისი გამოვლინებით, ბოროტებაა, რასაც მხოლოდ ტანჯვა მოაქვს. ტანჯვის მიზეზია ადამიანის ყველა გრძნობა, სურვილი, ვნება, მარადიული გარდასახვა. ხსნის გზა, ბუდას თანახმად, არის განდგომა, თვითდისციპლინა და მედიტაცია, რომელთა საშუალებითაც მიიღწევა ნირვანა ანუ სრული სულიერი სრულყოფა, სულიერი სიმშვიდე. ასეთი თავისებურებებით ბ-ის ორიენტაცია ხშირად იყო „მიღმა სამყაროსეული“ (ვებერი). იგი გულისხმობდა უარის თქმას ვნებებზე, ქონებაზე, ცოლ-შვილზე, ქადაგებდა განდეგილობასა და თავის თავში ჩაკეტვას. იმავე დროს ბ. იყო პოლიტიკური რელიგიაც. როგორც „მესამე სამყაროს“ ქვეყნების საპროტესტო მოძრაობა და სხვ.

კატეგორია: 
ავტორები: