თავისუფალი დროის სოციოლოგია

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Sociology of Leisure

თავისუფალი დრო განისაზღვრება როგორც დრო, რომელიც რჩება ინდივიდს ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულებისა და საკუთარი თავისა და გარემოს მოვლასთან დაკავშირებული საქმიანობის შემდეგ. თ.დ.ს. სწავლობს ინდივიდებისა და სოციალური ჯგუფების მიერ თავისუფალი დროის გატარების, გართობის, კომუნიკაციის მოდელებს და იმ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავშირებულია ე.წ. „გართობის ინდუსტრიასთან“ თ.დ.ს-ის წარმოშობას უკავშირებენ ვებლენის შრომას „უსაქმური კლასის თეორია“. განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შემოსავლებისა და საყოველთაო კეთილდღეობის ზრდამ გამოიწვია გართობის ფორმებისა და მოდელების მრავალფეროვნება. პოსტინდუსტრიულ საზოგადოებაში ჯგუფური იდენტურობების ფორმირების პროცესში ერთ-ერთ უმთავრეს კრიტერიუმად მოხმარებისა და გართობის პატერნებს მიიჩნევენ. ასეთი იდენტურობების გასაზომად მარკეტინგულ კვლევებში იყენებენ სპეციალურად შემუშავებულ ცვლადების სისტემას, რომელსაც ცხოვრების სტილი (Lifesyle) ეწოდება. პოსტმოდერნიზმი, რომელსაც კაპიტალის ახალ კულტურულ ლოგიკას უწოდებენ, თანამედროვე სოციალურ სტრუქტურას განიხილავს სტილიზებული გართობისა და მოხმარების პრაქტიკების კონსტრუირების ტერმინებით. დღეს ყველა კლასი ჩართულია მასობრივ კულტურაში. თავისუფალი დროის გატარების მეტ-ნაკლებად ერთნაირი ფორმების გავრცელებას კლასების დესტრუქციის ერთ-ერთ ფაქტორადაც მიიჩნევენ.

კატეგორია: 
ავტორები: