ეტალონური ცვლადები

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).

ტექნიკა, დაკავშირებული კომპარატულ ანალიზთან, როდესაც ხდება ორი საზოგადოების სპეციფიკური ასპექტების შედარება, რათა დადგინდეს მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები. ამ გზაზე იქმნება ე. ც-ები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს სოციალურ ცვლილებათა შედეგების გენერალიზაციისათვის. აღნიშნული ტექნიკა ასოცირდება პარსონსის ფუნქციონალიზმთან, რომელიც შეეცადა, ე. ც-ის განსაზღვრის მეშვეობით ეჩვენებინა განსხვავებები ტრადიციულ და თანამედროვე საზოგადოებებს შორის. მეტიც, ე. ც. პარსონსისათვის აქტორის სიტუაციაში ორიენტაციის საშუალებებია, როდესაც არჩევანი კეთდება იმისათვის, რომ სიტუაციამ ინდივიდისათვის განსაზღვრული მნიშვნელობა შეიძინოს. პარსონსი აღწერს ე. ც-ის ხუთ დიქოტომიურ წყვილს: 1. აფექტურობა - აფექტური ნეიტრალობა: აფექტურობის ნორმატიული ეტალონი აქტორს კარნახობს, რომ მან მოცემულ სიტუაციაში უპირატესობა მიანიჭოს უშუალო ემოციური დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პირიქით, აფექტური ნეიტრალობის ეტალონი აქტორისაგან მოითხოვს, რომ მან თავი შეიკავოს ემოციური კმაყოფილების მიღებისაგან და უპირატესობა მიანიჭოს შეფასებით მიდგომას; 2. ორიენტაცია საკუთარ თავზე – ორიენტაცია კოლექტივზე; პირველ შემთხვევაში აქტორს უფლება ეძლევა მოცემულ სიტუაციაში განახორციელოს კერძო ინტერესები. კოლექტივზე ორიენტაციის ეტალონი პირიქით, აქტორისაგან მოითხოვს იმ ღირებულებების გათვალისწინებას, რომლებიც საერთოა ჯგუფისათვის; 3. უნივერსალიზმი – პარტიკულარიზმი: უნივერსალიზმის ეტალონი აქტორს ავალდებულებს ობიექტზე ორიენტიორებას საერთო სტანდარტების და არა ობიექტთა უნიკალური თვისებების გათვალისწინებით. პარტიკულარიზმის ეტალონი აქტორისაგან მოითხოვს მოცემულ სიტუაციაში უპირატესობა მიანიჭოს ობიექტთა კერძო კავშირებს; 4. თვისება – რეზულტატურობა: პირველი ეტალონი აქტორს ავალდებულებს, რომ უპირატესობა მიანიჭოს ობიექტთა კონკრეტულ ატრიბუტებს და არა მათგან წარსულში, აწმყოსა და მომავალში მოალოდნელ საქმიანობებს, რასაც მოითხოვს რეზულტატურობის ეტალონი; 5. სპეციფიკურობა – დიფუზორობა; პირველი ეტალონი მოითხოვს, რომ აქტორმა ობიექტის მიმართ დამოკიდებულება განსაზღვროს მხოლოდ ცალკეულ სფეროებში და არ ჩართოს მასში ემპირიულად შესაძლო სხვა ურთიერთობები. დიფუზორობის ეტალონი კი პირიქით, აქტორს ავალდებულებს, ობიექტზე რეაგირება მოახდინოს ნებისმიერი რელევანტური ხერხით. ე.ც.–ს პარსონსი „ღირებულებითი ორიენტაციის აღმწერ კატეგორიებსაც“ უწოდებს.

კატეგორია: 
ავტორები: