ადამიანთა ისტორიულად აღმოცენებული და ჩამოყალიბებული მყარი ერთობა, წარმოდგენილი ტომის, ხალხის, ერის სახით. მისი გაჩენის აუცილებელი პირობებია: ტერიტორია, ენა და ფსიქიკური წყობის ერთიანობა, ხოლო დამახასიათებელ თვისებად მიიჩნევა: 1. თვითდასახელება (ეთნონიმი), რომელიც ხშირად საცხოვრებელი ტერიტორიის სახელს (ტოპონიმს) უკავშირდება; 2. ტერიტორიული მთლიანობა, როგორც ე-ის ფორმირებისა და არსებობის პირობა; 3. ანთროპოლოგიური (რასობრივი) ნიშნების არსებობა; 4. კულტურის თავისებურებების (მატერიალურის -შრომის იარაღები, საცხოვრისი, ტანსაცმელი და ა.შ. სულიერის -რელიგია, განათლების სისტემა, ლიტერატურა, ხელოვნება და ა.შ.) გამოვლინებები. ყოველი ე. კულტურული მთლიანობაა, რომლის თვითცნობიერება და თვითშემეცნება მოიცავს წარმოდგენებს ინდივიდებისა თუ სოციალური ჯგუფების საეთო წარმომავლობის შესახებ წინაპართა ერთობლივი ისტორიული პრაქტიკის საფუძველზე.
ეთნოსი
Ethnicity
კატეგორია: