ეგალიტარიზმი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Egalitarianism

სოციალური თანასწორობის კონცეფცია. ე–ში უმთავრესია უნარებისა და მოთხოვნილებების, შეტანილი წვლილისა და ანაზღაურების თანაფარდობის პრობლემა. ე. მიმართულია სოციალური პოლიტიკის პრობლემებზე, ქადაგებს საზოგადოების წევრთა შორის თანასწორობას. ე. უტოპიური სოციალიზმის თეორიის ნაირსახეობაა. ისტორიის მანძილზე ტერმინმა მრავალგვარი მნიშვნელობა შეიძინა. ტერმინის თანამედროვე გაგება და პოლიტიკური საზრისი ყალიბდება XVII ს–დან, ხოლო მომდევნო საუკუნეებში ვითარდება რევოლუციების გავლენით და მოიაზრებს ისეთ საზოგადოებას, სადაც არსებული დიფერენციაციის პირობებში განაწილების ნორმა, აგრეთვე სოციალური სტატუსის მიღწევის შესაძლებლობა საზოგადოების ყველა წევრისთვის თანაბარია. ზოგი ავტორის აზრით, ასეთ სტატუსთა რაოდენობის დამთხვევა შესაძლო პრეტენდენტთა რაოდენობასთან საზოგადოების ეგალიტარულობის მახასიათებლად შეიძლება იქნეს მიჩნეული. თანამედროვე ეტაპზე ე–ის იდეები ასაზრდოებს საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოების შექმნის მცდელობას და ძირითადად ორი კონცეფციის სახე აქვს: ე., როგორც შესაძლებლობების თანასწორობა და ე., როგორც შედეგების ტანასწორობა. მაგრამ მისი იდეები ყველა პოლიტიკური ძალისთვის ერთნაირად მისაღები არ არის. ზომიერი ე–ის მომხრე ნეოლიბერალებისა და სოციალ–დემოკრატების აზრით, ორივე კონცეფციას შორის კომპრომისული ვარიანტი უნდა მოიძებნოს; ე–ის მოწინააღმდეგე ნეოკონსერვატორების თვალსაზრისით, თანასწორობა ეწინააღმდეგება თავისუფლების პრინციპს, ადამიანის ბუნებას და დესტრუქციულ გავლენას ახდენს სოციალური ორგანიზმის ფუნქციონირებაზე. ტერმინი ფართოდ გამოიყენება კულტურის მეცნიერებებშიც კულტურათა თანასწორობის აღსანიშნავად (შპენგლერი, ლევი–სტროსი).

კატეგორია: 
ავტორები: