მსოფლიო პოლიტიკის სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი პარადიგმული მიდგომა, რომელიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობების გ-ურ ხასიათს ანიჭებს. გლობალისტები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო პოლიტიკის უკეთ გაგებისათვის აუცილებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე პროცესების ერთიანი სურათის წარმოდგენა. საერთაშორისო სისტემის განმსაზღვრელ თვისებად გლობალისტები კაპიტალისტურ ურთიერთობებს ასახელებენ. მათი აზრით, მსოფლიო კაპიტალისტური სისტემა სახელმწიფოთა ქმედებების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია, ანუ სახელმწიფოების საერთაშორისო პოლიტიკაში არა დამოუკიდებელ, არამედ დამოკიდებულ ცვლადებს წარმოადგენენ. გ. ყურადღებას აქცევს დომინირების მექანიზმების შესწავლას და განვითარებულ „ჩრდილოეთსა“ და განვითარებად „სამხრეთს“ შორის დაქვემდებარება-დომინირების ურთიერთობების კვლევითაა დაკავებული. გ. საერთაშორისო ურთიერთობებში წამყვან ადგილს ეკონომიკურ ფაქტორებს ანიჭებს. გლობალისტები სოციალური და ეკონომიკური ურთიერთობების მარქსისტულ ხედვას ანიჭებენ უპირატესობას. გ. რეალისტური და პლურარისტური (რაციონალისტური) მიდგომებისაგან განსხვავდება. მარტინ უაიტი გ-ს რევოლუციონიზმად მოიხსენიებს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი