გ. სისხლით ნათესავთა ჯგუფია, რომლის წევრები თავიანთ წარმომავლობას დედის ან მამის მხრიდან საერთო წინაპარს (რეალურს ან მითიურს) უკავშირებდნენ და საერთო სახელწოდება ჰქონდათ. გ. წარმოიშვა პირველყოფილ ადამიანთა ჯოგიდან ქვედა და ზედა პალეოლითის მიჯნაზე. ეგზოგამიის წესის თანახმად, გ-ს არ შეეძლო დამოუკიდებელი არსებობა და ტ-ში იყო გაერთიანებული. ტ. წინაკლასობრივი საზოგადოების ეთნიკური და სოციალური ერთიანობის ტიპია, რომელსაც ახასიათებს წევრთა სისხლით ნათესაობითი კავშირი. იყოფა გ-ად და ფ-ად. აქვს საერთო სატომო ტერიტორია, ენა (დიალექტი), ტომობრივი თვითშეგნება და ენდოგამია, განვითარებულ გვაროვნულ წყობილებაში - საკუთარი მმართველობა, რომელსაც სათავეში უდგას სატომო სამხედრო და სამოქალაქო საბჭო. ტ-ს აქვს თავისი კულტი და სატომო დღესასწაულები. (იხ. აგრ. ფრატრია)
გვარი, ტომი, ფრატრია
Lineage, Tribe, Phratria
კატეგორია: