General Sum
კატეგორია, რომელსაც იყენებენ რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევის კონტექსტში; აღნიშნავს შესასწავლი სოციალური ობიექტის სრულ (აბსოლუტურ) მოცულობას, ანუ მის ყველა წევრს. გ.ე-ს შეიძლება შეადგენდეს მოსახლეობის რაიმე ნიშნით დიფერენცირებული ნაწილი, მაგალითად, ქალაქებში ან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა, ამა თუ იმ საწარმოს (ორგანიზაციის) პერსონალი, ესა თუ ის ასაკობრივი ან განათლების ცენზის მქონე ჯგუფები და ა.შ.
კატეგორია: