ზეწოლის ან წინააღმდეგობის ორგანიზებული ფორმა, რომლის მიზანია პოლიტიკის, პოზიციის ან მოქმედების ცვლილება. ტერმინი დამკვიდრდა ირლანდიელი მიწათმფლობელის, ბოიკოტის გვარის მიხედვით, რომლის მიმართაც პირველად განხორციელდა ამგვარი ქმედება (შდრ. აბსენტეიზმი). ბ. საერთაშორისო ურთიერთობებში ერთ-ერთი მკაცრი ღონისძიებაა. იგი გულისხმობს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სამხედრო და სხვა სახის ურთიერთობების შეწყვეტას ამა თუ იმ სახელმწიფოსთან (ან სახელმწიფოთა ჯგუფთან) დასჯის მიზნით. უფრო ხშირად გამოიყენება საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობებში, როცა ბ. ცხადდება ამა თუ იმ სახელმწიფოს ნაწარმის ან მომსახურების წინააღმდეგ. თუმცა დასჯის ამ ფორმას, როგორც წესი, საფუძვლად პოლიტიკური მიზეზები უდევს (მაგ., სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა აპართეიდის წლებში ან ერაყი სპარსეთის ყურის ომის შემდეგ). მიუხედავად იმისა, რომ ბ. სულ უფრო ხშირად გამოიყენება თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში, მისი საერთაშორისო სამართლებრივი რეგულირების წესი არ არსებობს.
***
ტერმინის პირველწყარო:
სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი. (2004) სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. თბილისი: ლოგოს პრესი