ბაუმგართნერმა და ჯონსმა პუნქტუაციური ეკვილიბრიუმის ცნება ისესხეს ევოლუციური ბიოლოგიიდან იმ პროცესის აღსაწერად, რომელიც პოლიტიკის კეთების სახელით არის ცნობილი შეერთებულ შტატებში. მათი აზრით, პოლიტიკური ძალაუფლების ბალანსი დაინტერესებულ ჯგუფებს შორის შედარებით სტაბილურია დიდი ხნის განმავლობაში, მაგრამ საჯარო-პოლიტიკურ ცვლილებათა შედეგად, მაინც ირღვევა და ძალაუფლების ბალანსის დაცვის მიზნით დაინტერესებულ ჯგუფებს შორის მიმდინარეობს ბრძოლა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამ თეორიის საფუძველი პოლიტიკური მონოპოლიის იდეაა, რომელიც შეესაბამება პოლიტიკური ქვესისტემის იდეას. პოლიტიკის მონოპოლია არის რეალურად კონცენტრირებული, დახურული სისტემა პოლიტიკის კეთების პროცესში ჩართული აქტორების მიერ. ასეთ მონოპოლიას აქვს დაინტერესება, რომ პოლიტიკის კეთების პროცესი აწარმოოს დახურულად, რადგანაც დახურულ სისტემას მოაქვს სარგებელი მონოპოლიაში ჩართული აქტორებისათვის. ”რკინის სამკუთხედის” თანახმად, პოლიტიკის კეთების პროცესი დახურული და სტაბილურია დიდი ხნის განმავლობაში. მაგრამ ბაუმგართნერი და ჯონსი ამტკიცებენ, რომ არის შემთხვევები, როცა პოლიტიკის მონოპოლიები ირღვევა, ამას მოჰყვება კრიტიკული მიდგომა საკითხების მიმართ და სწრაფი პოლიტიკის ცვლილებები იქნება უსწრაფესი შედეგი. მათ შეუძლიათ, პოლიტიკის მონოპოლიები დაშალონ ან საბოლოოდ ქსელები გახადონ უფრო საჯარო. როგორ იშლება პოლიტიკის მონოპოლიები და მათი კონსტრუქციები? მედიის მხრიდან უდიდესმა ყურადღებამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკის მონოპოლიის გამოაშკარავება. მონოპოლიის მიმართ მედიის ყურადღება შეიძლება, გაიზარდოს მაშინ, როცა მცირე ზეგავლენის მქონე ჯგუფები საუბრობენ პოლიტიკის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც არაადეკვატურად რეაგირებენ პრობლემებზე.
ბაუმგართნერი, ჯონსი და ჯეფრიბერი ბირთვული ძალაუფლების მონოპოლიის რღვევის მაგალითს იყენებენ იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იშლება პოლიტიკის მონოპოლიები და მათი კონსტრუქციები. ატომური პოლიტიკის მონოპოლია შედგებოდა: AEC – ატომური ენერგიის კომისიისაგან, ატომური შეიარაღებებისაგან და JCAE ატომური ენერგიის ერთობლივი კომიტეტისაგან, რომელიც უშუალოდ ექვემდებარებოდა თეთრ სახლს. ამ მონოპოლიამ რღვევა დაიწყო მაშინ, როცა დაინტერესებულმა ჯგუფებმა და საზოგადოებამ გამოთქვა წუხილი უსაფრთხოების საკითხების მიმართ და ატომური ენერგიის შენახვის საკითხი საჯარო პოლიტიკის დღის წესრიგში დააყენა. ამის შედეგი იყო 1970-იანი წლების შუა ხანებში JCAE-ის დაშლა, ისევე როგორც AEC-ის კომისიის დათხოვნა. აღნიშნული მაგალითი, ასევე აღწერს ბაუმგარტნერისა და ჯონსის მნიშვნელოვან აღმოჩენას, რომ პრობლემის მიმართ გაზრდილი ყურადღება, ჩვეულებრივ, ნიშნავს უფრო დიდ ნეგატიურ ზეწოლას. ატომური სადგურის შემთხვევაში მრეწველობის მიმართ გაზრდილმა ყურადღებამ გამოიწვია იმიჯის შელახვა, რადგანაც აქამდე “მშვიდობიანი ატომი”, რომელიც ქმნიდა და აწარმოებდა ენერგიას და თან საკმაოდ იაფად, შეიცვალა, ფინანსური თვალსაზრისით, არამომგებიან და საშიშ ობიექტად.
პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული ჯგუფები მედიის საშუალებით აღწევენ სასამართლოში ან სახელისუფლებო სისტემის სხვა ორგანოებში. კონგრესის კომიტეტების სისტემაში რეფორმამ და ყველაზე მნიშვნელოვანმა 1970-იან წლებში დაწყებული რეფორმების შედეგად ქვეკომიტეტების მიერ მოპოვებულმა მზარდმა ავტონომიამ განაპირობა დაინტერესებული ჯგუფების შეღწევა კონგრესში და, გარკვეულწილად, ზეგავლენის მოპოვება პოლიტიკის კეთების პროცესზე. შესაბამისად, პოლიტიკის კურსის მნიშვნელოვანი ასპექტი ამ მოდელის მიხედვით, მდგომარეობს ხანგრძლივი სტაბილური პერიოდის არსებობაში, რომელსაც მოსდევს სწრაფი ცვლილებები განპირობებული მონოპოლისტის შეცვლით. ამის შედეგია ახალი მონომოლისტის პირობებში ახალი ხანგრძლივი სტაბილურობის დამყარება. ამ შემთხვევაში ბაუმგარტნერი და ჯონსი ამტკიცებენ, რომ პოლიტიკის კურსის ცვლილება არ არის, უბრალოდ, ინკრიმენტალური და არც მუდმივი დინამიკის მდგომარეობაშია.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press