საჯარო პოლიტიკის წარმოების დინებების მოდელი

Error message

  • Deprecated function: Array and string offset access syntax with curly braces is deprecated in include_once() (line 20 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/file.phar.inc).
  • Warning: "continue" targeting switch is equivalent to "break". Did you mean to use "continue 2"? in include_once() (line 1387 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/bootstrap.inc).
  • Deprecated function: implode(): Passing glue string after array is deprecated. Swap the parameters in drupal_get_feeds() (line 394 of /var/www/dictionary.css.ge/public_html/includes/common.inc).
Stream Model of Public Policymaking

საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესის ციკლური მოდელის დახვეწილი ვარიაცია, დინებების მოდელი ჯ. კინგდონმა ჩამოაყალიბა მონოგრაფიაში “დღის წესრიგი, ალტერნატივები და საჯარო პოლიტიკის კურსები” (1997 წ.). ამ ნაშრომში  წარმოდგენილი მოდელის თანახმად, საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესი, როგორც ასეთი, ხორციელდება არა ერთი, არამედ ერთმანეთის  პარალელურად მოქმედი სამი ცალკეული დინების: პრობლემების (problem stream),  საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი კურსების ე.წ. ალტერნატივებისა (policy stream) და პოლიტიკური (political stream) დინებებისგან. ეს უკანასკნელი აერთიანებს საჯარო პოლიტიკის როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ აქტორებს, მათ შორის სახელისუფლებო და არასახელისუფლებო აქტორებს, მედიას, საზოგადობას. მასში ასევე განიხილება საზოგადოებრივი აზრიც. საკუთარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად კინგდონმა 1976-79 წლებში ჩაატარა კვლევა ტრანსპორტისა და ჯანდაცვის სფეროებში საჯარო გადაწყვეტილებების შემუშავებისა და  მიღების პროცესზე. 247 ადმინისტრატორის, პოლიტიკოსისა და პოლიტიკის აქტორის გამოკითხვის შედეგად მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობითა და  გადაწყვეტილების მიღების 23 კონკრეტული შემთხვევის შესწავლის საფუძველზე მან დაასკვნა, რომ პრობლემათა დინება-ნაკადი პოლიტიკოსებისა და ადმინისტრატორების მიერ პრობლემათა საერთო ნაკადიდან შერჩეული პრობლემების ერთობლიობისგან შედგება. მისი აზრით, პრობლემათა საჯარო პოლიტიკურ-მმართველობით დინებაში მოხვედრას უზრუნველყოფს: ინდიკატორები, რომლებიც ემსახურებიან პრობლემათა რანგისა და ხასიათის განსაზღვრას (აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ოფიციალურ მოხსენებებსა და შეფასებებს), მოვლენები, რომელიც პოლიტიკის აქტორებს აიძულებს ფოკუსირდნენ ამა თუ იმ საკითხზე (ასე მაგალითად, სტიქიური უბედურებები და სატრანსპორტო კატასტროფები) და “უკუკავშირი”, რომლის საშუალებითაც ხდება ინფორმაციის გადაცემა “ქვევიდან ზევით” საზოგადოებაში არსებულ მდგომარეობაზე, მიმდინარე პოლიტიკის გადაწყვეტილებათა განხორციელების პროცესში დაშვებულ შეცდომებსა და გადაწყვეტილების პროცესში შექმნილ გართულებებზე. რაც შეეხება გადაწყვეტილებათა/ალტერნატივების ნაკადს, ეს ნაკადი ჯ.კინგდონს წარმოუდგენია ე.წ. პროტობულიონის სახით, რომელშიც ამა თუ იმ საჯარო გადაწყვეტილების იდეა-ინგრედიენტები “იხარშება”. ამასთან, გადაწყვეტილებათა ზოგიერთი ვარიანტი ბულიონის ზედაპირზე ამოდის მაშინ, როცა დანარჩენი ფსკერზე ილექება. პოლიტიკურ გარემოში, სადაც ეს ბულიონი მზადდება, მოქმედებენ პოლიტიკის მეწარმეები, რომლებიც მათთვის მისაღები და მოგების მომტანი პოლიტიკის გადაწყვეტილებების ლობირებას ეწევიან. მაგრამ იმისათვის, რომ მეწარმის მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილების ვარიანტი საზოგადოებისთვის მისაღები აღმოჩნდეს, მან უნდა უპასუხოს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს ტექნიკური თვალსაზრისით გამყარებული, არგუმენტირებული, უნდა შეესაბამებოდეს საზოგადოებაში დომინირებულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს იმ შეზღუდვებს, რომლებიც  მას განხორციელების პროცესში შეიძლება შეექმნას. ბულიონის დუღილის დროს იქმნება პოლიტიკის სხვადასხვა აქტორთა მიერ შემოთავაზებული გადაწყვეტილებებათა ვარიანტი, რომლითაც ხდება პოლიტიკის დღის წესრიგში განსახილველ ალტერნატიულ გადაწყვეტილებათა პაკეტის ფორმირება. ჯ.კინგდონის  მიერ გამოყოფილი უკანასკნელი დინება-ნაკადი – საჯარო პოლიტიკურ-მმართველობითი კურსები იყოფა ისეთ შემადგენელ ნაწილებად როგორიცაა – ეროვნული თვითშეგნება (საზოგადოებრივი კლიმატი და საზოგადოებრივი აზრი), ორგანიზებული პოლიტიკური ძალები (კანონმდებლები, პოლიტიკური პარტიები და ზეწოლის ჯგუფები), მართვა (სახელმწიფო ორგანოებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების როტაცია) და კონსენსუსის მიღწევის საშუალებები (ვაჭრობა, კომპრომისი).

კრიტიკულ მომენტებში, როცა სოციალურ სივრცეში იხსნება პრობლემების, ალტერნატივების/გადაწყვეტილებების/საჯარო მმართველობით-პოლიტიკური კურსებისა და პოლიტიკური სივრცის გაერთიანების “შესაძლებლობების ფანჯარა”, ეს სამი ნაკადი ერთიან ნაკადში ერწყმის ერთმანეთს. სწორედ ამ დროს იქმნება  პოლიტიკურ-მმართველობითი დღის წესრიგში სხვადასხვა საზოგადოებრივი პრობლემის მოხვედრისა და სოციალური ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში ადეკვატური საზოგადოებრივი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ჯ.კინგდონის აღნიშნული მოდელი, რომელიც პოლიტიკური ცხოვრების არასტაბილურობასა და პოლიტიკის პროცესის მონაწილეთა კონკურენციულ დამოკიდებულებას ითვალისწინებს, საკმაოდ განსხვავდება პოლიტიკურ-მმართველობითი ციკლის კლასიკური მოდელებისგან, რომელშიც პოლიტიკურ-მმართველობითი პროცესი დროში თანამიმდევრული, ფიქსირებული ნაბიჯების სახით წარმოდგება.

*** 

გამოყენებული ლიტერატურა: 

Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press

ავტორები: