საჯარო პოლიტიკის ანალიზში პოლიტიკის შედეგად განიხილება საზოგადოებრივი პრობლემის მოსაგვარებლად იდენტიფიცირებული სავარაუდო გადაწყვეტის გზის (ალტერნატივების) მოსალოდნელი შედეგები. ინფორმაცია იმის შესახებ, რა გარემოებამ მისცა დასაბამი პრობლემას, მნიშვნელოვანია პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის წარმოებისთვის. მსგავსი ინფორმაცია ხშირად არადამაკმაყოფილებელია და არასრულყოფილი, რამდენადაც წარსულის ექსტრაპოლაციის საზღვრები და მის საფუძველზე ექსტრაპოლაცია, როგორც ასეთი, შეზღუდულია. ამ მიზეზით, პოლიტიკის მოსალოდნელი შედეგების შესახებ ინფორმაციის შეგროვება დიდ დროსა და ფინანსური და ადმიანური რესურსების მობილიზებას მოითხოვს. მსგავსი ინფორმაციის წარმოება, ასევე მოითხოვს კრეატიულობას, შორსმჭვრეტელობასა და ტაქტიკური ცოდნის გამოყენებას. პოლიტიკის შედეგები განხორციელებული საჯარო პროგრამებისა და პროექტების შემთხვევაშიც ადეკვატურია, თუმცა ამ შემთხვევაში შეგროვილი ინფორმაცია არა ჰიპოთეტურ გათვლებს, არამედ რეალური შედეგების გაზომვაზეა ორიენტირებული.
***
გამოყენებული ლიტერატურა:
Shafritz, J. M. (2004). The dictionary of public policy and administration. Boulder, Colo: Westview Press